მესის დუბლი, პედრის გოლი და საგოლე პასი - მოფერიანებულმა "ბარსამ" მესამე ადგილზე აინაცვლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-2 ტურის გადატანილ მატჩში "ბარსელონამ" სტუმრად 3:2 მოუგო "ბილბაოს".

ეს "ბილბაოს" მწვრთნელის რანგში მარსელინიოს სადებიუტო შეხვედრა იყო, "ბარსას" კი 2017 წლის შემდეგ "სან მამესზე" გამარჯვება არ ჰქონდა მოპოვებული. გამარჯვება კი არა, ამ პერიოდში ამ სტადიონზე გოლიც არ გაუტანია.

მესიმ დუბლი შეასრულა, 18 წლის პედრიმ კი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ბარსელონამ" უკანასკნელი მატჩები კარგად ჩაატარა და სატურნირო მდგომარეობა გამოისწორა - 31 ქულით მე-3 ადგილზეა და 9 დეკემბერს გასვლაზე "გრანადას" დაუპირისპირდება.

ბილბაო. "სან მამესი"
ბილბაო - ბარსელონა 2:3
გოლები: 1:0
ვილიამსი (3), 1:1 პედრი (14), 1:2 მესი (38), 1:3 მესი (62), 2:3 მუნიაინი (90)

მკითხველის კომენტარები / 5 /
პედრიმ,ბოლო სამ თამაშში, უკვე მეორე გენიალური საგოლე პასი გაუკეთა მესის,ქუსლით
სოსო
07 იანვარი 2021 19:46
0
მიდი მესო, მოიქოქე. როცა ხასიათზე ხარ, შენი შემჩერებელი არავინ არის.
ბარსა ნესი
07 იანვარი 2021 14:04
1
მიდი მესო, მოიქოქე როცა ხასიათზე ხარ, შენი შემჩერებელი არავინ არის.
ბარსა მესი
07 იანვარი 2021 15:09
0
ეს ის მესი აღარააა. არა! ეს უნამუსო კაცია, მას მერე რაც ერთი ადგილის თამაში დაიწყო...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
07 იანვარი 2021 09:39
26
სიუუუ, შენ თავი რამეს ხომ არ მიარტყი???
ჰავლაბრელ სირიკოს
07 იანვარი 2021 19:45
0

სიახლეები პოპულარული