მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "ლა ლიგის" გადაწყვეტილების მიმართ ჩაერტარებინა მე-18 ტურის მატჩი ოსასუნაში,უკამყოფილება არ დამალა.
"მოედანზე რასაც შეგვეძლო, ყველაფერს ვაკეთებდით, თუმცა ეს საფეხბურთო მატჩს არ ჰგავდა. პირობები ზედმეტად რთული იყო. ზოგადად, ბოლო 2 დღეში მომხდარი ამბების გადატანა იყო რთული, ისიც კი არ ვიცით, მადრიდში როდის დავბრუნდებით.
ცალსახაა, "ოსასუნასთან" მატჩი უნდა გადაედოთ. ფეხბურთის სათამაშოდ შესაბამისი პირობები არ იყო. უკვე აზრი აღარ აქვს კონკრეტულ დეტალებზე საუბარს, რაც გვითხრეს გავაკეთეთ, ვითამაშეთ და სულ ესაა.
აღდგენაზე უნდა ვიფიქროთ, იმის მიუხედავად, რომ არ
ვიცით როდის გავფრინდებით მადრიდში, დღეს თუ ორშაბათს, ოთხშაბათს კიდევ ერთი მატჩი გველოდება,"- თქვა ზიზუმ.
"ლა ლიგის" ოფიციალური პირები კრიტიკით ტიბო კურტუამაც შეამკო და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს მარიონეტებივით ექცევიან.
მომზადებულია Goal-ის მიხედვით