"ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო

AutoSharing Option
"ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნები 24 იანვარს არ ჩატარდება, როგორც ეს ადრე იყო დაგეგმილი.

La Vanguardia-ს ცნობით, კატალონიის ხელისუფლებამ კლუბს შეატყობინა, რომ მოქმედი ანტიკორონავირუსული შეზღუდვების გამო, პოტენციურ ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი არჩევნებში მონაწილეობის მიღებას ვერ მოახერხებს.

"ბარსამ" არჩევნების ფოსტით ჩატარების ნებართვა ითხოვა, მაგრამ ეს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.

15 იანვრიდან კანდიდატთა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. კანდიდატი სამია: ჟოან ლაპორტა (9625 ხელმოწერა), ვიქტორ ფონტი (4431) და ტონი ფრეიშა (2634).

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული