"ბილბაომ" "ბარსელონას" საოცარი მატჩი შემოუტრიალა - მესი "ბარსაში" კარიერაში პირველად გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის სუპერთასის ფინალში "ბილბაომ" დამატებით დროში 3:2 დაამარცხა "ბარსელონა".

"ბარსას" კაპიტანმა მესიმ ნახევარფინალი ტრავმის გამო გამოტოვა, ამ მატჩში კი შეუცვლელად ითამაშა, თუმცა თავის გუნდს ვერაფრით შეეწია. შეეწია კი არა, 120+1-ე წუთზე ვილიალიბრესთან ქიმუნჯისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევეს. ეს "ბარსაში" ჩატარებულ 753 მატჩში მისი პირველი წითელი ბარათია - არგენტინის ნაკრებში ორჯერ გააძევეს.

კატალონიური გუნდი გრიზმანმა ორჯერ დააწინაურა, მაგრამ ბასკებმა ორივეჯერ მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება, დამატებით დროში კი გამარჯვების გოლიც გაიტანეს.

მოკლედ, მარსელინიოს გაწვრთნილმა გუნდმა "რეალსაც" მოუგო და "ბარსელონასაც" და სუპერთასს დაეუფლა. ამ
დროს ლა ლიგაზე მე-12 ადგილზეა. მარსელინიო პირველი მწვრთნელია, რომელმაც "ბარსას" ზედიზედ მეორე ფინალში სძლია - გასულ წელს ესპანეთის თასზე მისმა "ვალენსიამ" მოუგო.

სევილია. "ოლიმპიკო"
ბარსელონა - ბილბაო 2:3 (ძირ. დრო 2:2)
გოლები: 1:0 გრიზმანი (40), 1:1 დე მარკოსი (42), 2:1 გრიზმანი (77), 2:2 ვილიალიბრე (90), 2:3 უილიამსი (93)
გაძევება: მესი (120+1)

მკითხველის კომენტარები / 7 /
გენაცვალე მესი მაგ ხელებში, უფრო მაგრადაც უნდა ჩაგერტყა, მაგ სიმულიანტისთვის.
gela
18 იანვარი 2021 20:19
1

x x x -ს: ქიმუნჯი არის - ყისტი, მუშტის წაკვრა.
სანდრო
18 იანვარი 2021 17:50
0
“ქიმუნჯი“ რა არის?
x x x
18 იანვარი 2021 16:10
0
ახლა,მესის ალბათ დისკვალიფიკაციას მისცმენ და შეიძლება, ბარსადან წასვლის გადაწყვეტილებაც მიაღებინონ.ბოლო წლებში ბარსელონას,უკვე იმდენი აქვს გაფუჭებული,რომ ხმა არ ამოეღებათ და თუ ფედერაციამაც დაამატა,მესიმ,ხვალვე შეიძლება ყველაფერზე ხელი ჩაიქნიოს.ლა ლიგა,რონალდოს წასვლის შემდეგ,ისედაც კრიზისშია და მესის წასვლა,მათ კუბოზე ლურსმნის დაჭედებას დაემსგავსება.თუმცა ამ ლურსმანის დამჭედებელი,თვითონ ფედერაცია იქნება.ასე რომ, დაველოდოთ სადისციპლინო კომისიას.ინგლისი,გერმანია,ბოლო წელი,უკვე იტალიაც,ესპანეთზე უკეთესი ლიგებია და მესის წასვლით,ვარდნა,კიდევ უფრო გაგრძელდება.რიგში საფრანგეთის ლიგაა
სოსო
18 იანვარი 2021 14:02
3
ფედერაცია რა შუაშია? ყველაფერს კლუბის მენეჯმენტი წყვეტს და აქ კი ნამდვილად დიდი პრობლემებია, როგორც ბარსას ასევე რეალის ხელმძღვანელობაში.პრობლემა მთავარი იმაშია,რომ უკვე ასაკოვანი ფეხბურთელისთვის აღარ უნდათ მაღალი ხელფასების და პრემიების გაცემა,ხოდა ყველა ზომას მიმართავენ რომ გაყიდონ .როგორც იძახიან- just business.
ჟორა
18 იანვარი 2021 17:05
2
ეს მსაჯები ზოგჯერ ისეთ, "დასასჯელ ზომებს" იღებენ, რომ თვითონ ეს მსაჯები იმსახურებენ, იგივე სასჯელს. ჯერ იყო და დიეგო მარადონას ხსოვნაზე, მესის პატივისცემის გამოხატვა, ჩაუთვალეს დარღვევად (ნორმალური ფსიქიკის მსაჯი დახუჭავდა ამ ვითომ "დარღვევაზე" თვალს და გაატარებდა) ეხლა ეს გაიხადეს მსჯელობის საგნად, თურმე რატომ "ჩაარტყა" მესიმ ამ მოთამაშეს. ჰე აბა თქვენ იცით, ისევ გაუფუჭეთ ხასიათი ლეოს.
barsa
18 იანვარი 2021 13:37
5
მართალია კარგად იბრძოლა ათლეთიკმა ძირითადი დრო, მაგრამ დამატებით დროში რასაც ისინი კადრულობდნენ,ეს იყო რაღაც უმსგავსობა. როგორ უნდა გადარიო ისეთი მომთმენი კაცი როგორიც მესია რომ ქიმუნჯი კი არა ლამის მზად იყოს წიხლებით გცემოს?ასეთი არაკაცი ფეხბრუთელები უკლავენ ფეხბურთს ხალისს. ვილიალიბრე არაკაცი.
jango
18 იანვარი 2021 13:04
7

სიახლეები პოპულარული