მესის წითელი ბარათი შენელებული კადრით - იმსახურებდა ლეო გაძევებას? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 17 იანვარს, "ბილბაოს" წინააღმდეგ გამართულ ესპანეთის სუპერთასის შეხვედრაში "ბარსას" მაისურით თამაშისას პირველი წითელი ბარათი ლიონელ მესიმ მიიღო.

ბასკი თავდამსხმელის, ვილიალიბრეს წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისათვის ლეო მოედნიდან ხესუს ხილი მანსანომ გააძევა.

თუმცა კადრებში ჩანს, რომ მესის მეტოქისთვის არ ჩაურტყამს, არამედ თავიდან მოიშორა მოწინააღმდეგე, რომელიც მისთვის გადაადგილებაში ხელის შეშლას ცდილობდა...

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 17 /
არ მიმაჩნია რომ ეს ეპიზოდი ბევრი გარჩევის ღირსია . აზრი არ აქვს, სადავო ეპიზოდია და ასეც შეიძლება დაინახო და ისეც. სხვა რამეა მთავარი - მესი მეორე კარიერულ შეცდომას უშვებს, კარგა ხნის წინ უნდა წასულიყო ბარსადან, მაშინვე როცა ცხადი გახდა რომ მიდიოდა გუნდის ნგრევა-უაზრო ტრანსფერები, გაუგებარი მწვრთნელები ფინანსური გაუგებრობები და ასე შემდეგ. პირველი შეცდომა კი იყო არგენტინის სახელით გამოსვლა. თუ წარმოშობაზეა ლაპარაკი, მისი ფესვები იტალიაშია, მესმის არგენტინა ზოგადად ემიგრანტების ქვეყანაა , მაგრამ მესის გვარი სულ ახალი გადასული იყო იტალიიდან და ჯერ კიდევ ძლიერადაა დაკავშირებული ისტორიულ სამშობლოსთან. ასე რომ ან ისტორიული სამშობლოს სახელით უნდა ეთამაშა, ან იქ ქვეყნის სახელით, სადაც მოხდა მისი ჩამოყალიბება ფეხბურთელად ანუ ესპანეთის. არგენტინას არაფერი გაუკეთებია მისთვის, ჯერ იყო და ფული არ მოიძებნა მისი მკურნალობისათვის ხოლო შემდეგ უმადურობის მეტი არაფერი მიუღია-ჩვენი უაზრო, არეულ- დარეული გუნდი ჩემპიონი რატომ არ გახადეო, ეს ლაპარაკია გუნდზე, რომელსაც არაფერი ესაქმებოდა და ვერც ვერასდროს მოხვდებოდა იმ ოთხ ფინალურ მატჩში, მესი რომ არა . ოღონდ არ გვინდა ახლა დიმარიაო, აგუეროო. ფაქტია, მესი რომ ვერ თამაშობდა რაღაც პერიოდი შესარჩევში ყველაფერი წააგეს რაც შეეძლოთ და მსოფლიოზე ვერ გადიოდნენ , ისევ მესის რომ არ ეშველა.



არტ
18 იანვარი 2021 18:29
8
ჩამოკარი ჩვეულად და მოგეშვება
ნიკა
18 იანვარი 2021 20:16
3
ესე რამ გააცოფა მესი?, რა იყო, ვირი მოუხნა აღმართშიი???????
კ ო მ ბ ლ ე
18 იანვარი 2021 17:32
10
მაოცებს ყოველდღიურად ხვიჩა ყაზაიშვილი :)))))
გიო
22 იანვარი 2021 11:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული