34 წლის ფრანგ თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს "ჩელსისთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და კლუბი მის გაყიდვას ცდილობს.
"მარკას" ცნობით, "ჩელსიმ" "რეალს" ჟირუს 5 მილიონ ევროდ შეძენა შესთავაზა. გამოცემა ირწმუნება, რომ მისი სამსახურით აგრეთვე "იუვენტუსი" და "ინტერი" არიან დაინტერესებულნი.
ჟირუმ ამ სეზონში 17 მატჩში 9 გოლი გაიტანა.