"ჩელსი" და "ბარსელონა" "ახალი მარსელოთი" დაინტერესდნენ

AutoSharing Option
As-ის ცნობით, "ჩელსი" და "ბარსელონა" "სანტოსის" 18 წლის მარცხენა მცველით, ჟუან ვიკტორ დე სოუზათი დაინტერესდნენ. თუ "ჩელსიმ" ტრანსფერი გაჩარხა, ფეხბურთელს იჯარით "სტრასბურგში" გაუშვებს. მისი შეძენა აგრეთვე საუდის არაბეთის ერთ კლუბს უნდა.

"სანტოსი" ჟუან ვიკტორ დე სოუზასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას, რომელიც 2025 წლის მაისამდე აქვთ გაფორმებული.

ჟუანი ბრაზილიაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთ პროგრესირებად ფეხბურთელად მიიჩნევა და იმედი აქვთ, რომ ნაკრებში მარსელოს მემკვიდრე გახდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული