"ბარსელონას" პრეზიდენტობის მთავარმა კანდიდატმა ჟოან ლაპორტამ სუპერლიგის შესახებ ისაუბრა, რომლის შექმნის შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგა არსებობას შეწყვეტს და მასში მონაწილე გუნდებს ეროვნული ჩემპიონატებისადმი ინტერესიც დაეკარგებათ.
"ამ პროექტს თავისი მინუსები აქვს. მხოლოდ პირველი სამი წელი იქნება ჩაკეტილი, შემდეგ კი გავარდნა-აღზევების წესი ამოქმედდება.
ვვარაუდობ, რომ 18-გუნდიანი იქნება და 800 მილიონ ევროს მიიღებენ. მათ ეროვნული პირველობებისადმი მეტად არ ექნებათ ინტერესი.
სანამ ამ ტურნირზე მონაწილეობას გადავწყვეტ, დეტალური ახსნა-განმარტება უნდა მივიღო", - ციტირებს ლაპორტას "მარკა".
სანამ ამ ტურნირზე მონაწილეობას გადავწყვეტ, დეტალური ახსნა-განმარტება უნდა მივიღო", - ციტირებს ლაპორტას "მარკა".