პიკე: ესპანეთში მსაჯების 85% "რეალის" მხარდამჭერია

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა ჟერარდ პიკემ ლა ლიგაში მსაჯობაზე "მარკასთან" ინტერვიუში ისაუბრა:

"ცოტა ხნის წინ ერთმა ყოფილმა არბიტრმა თქვა, რომ მსაჯების 85% "რეალს" უჭერს მხარს. როგორ არ დაუსტვენენ მის სასარგებლოდ?

ქვეცნობიერადაც კი, როგორ შეუძლიათ არ უსტვინონ უფრო ხშირად ერთი გუნდის სასარგებლოდ?

მე პატივს ვცემ მსაჯების პროფესიონალიზმს და ვიცი, ცდილობენ, თავიანთი სამუშაო რაც შეიძლება კარგად შეასრულონ, მაგრამ როდესაც სადავო მომენტი იქმნება..."

სავარაუდოდ, პიკემ ყოფილი არბიტრის, ედუარდო იტურალდე გონსალესის რეპლიკა იგულისხმა, რომელმაც გასულ წელს განაცხადა, რომ ესპანელი მსაჯების 90% "რეალის" მხარდამჭერია, 10% კი - "ბარსელონასი".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნამდვილად ასეა.ზუსტად იგივე ხდება იტალიაშიც იუვესთან მიმართებაში.სხვაობა ისაა რომ რეალს ევროპაშიც ყავს გულშემატკავარი მსაჯები,ასეთი მინიმუმ 50 პროცენტია.
Master
10:54 05-02-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული