"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ბართომეუ დააპატიმრეს

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ მარტს, კატალონიის "ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ დააკავეს. მასთან ერთად წინადაკავების იზოლატორში კლუბის ყოფილი დირექტორი ოსკარ გრაუ და ადვოკატი რომანე გომესი იმყოფებიან.

"ბლაუგრანას" ოფისი დღეს კომპეტენტურმა ორგანომ გაჩხრიკა. საქმე კორუფციას ეხება. გამოძიების თქმით, ბართომეუ კორუფციაში მონაწილეობდა. 

"ბარსარეიტი" - ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელსაც ხოსეპმა კონკრეტული თანხა გადაუხადა, რათა დამამცირებელი სიახლეები იმ ხალხის, მათ შორის, მოთამაშეების წინააღმდეგ გამოექვეყნებინათ, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ წავიდნენ და მის გადადგომას ითხოვდნენ. ამ სიაში "ბარსელონას" ამჟამინდელი ფეხბურთელები ჟერარდ პიკე და ლიონელ მესი მოხვდნენ. 

"ბარსარეიტის"
ცნობით, ბართომეუმ ცილისწამებისთვის თანხა 6-ჯერ გადაუხადა. 2020 წელს, სასამართლოს განჩინებით, კომპეტენტური ორგანო "ბლაუგრანას" ოფისში ინფორმაციის მოსაგროვებლად მივიდა. 

მომზადებულია marca-ს მიხედვით

altმუქარის წერილების შემდეგ ბართომეუმ "ტვიტერის" აქაუნთი დახურა


მკითხველის კომენტარები / 16 /
ფეხბურთელი რომელიც რამდენჯერმე მშობლიურ ხალხს დააშანტაჟებს ნაკრებში აღარ ვითამაშებო და ასევე აღმზრდელ გუნდს გაწეწავს კაცებში ერთ ადგილს ვეძახით.აბა კრიშტიანოს და სხვა დიდ ფეხბურთელებს ასეთი რამე თავში როგორ მოუვიდოდათ საყვარელ ხალხზე ასეთი შეურაცხმყოფელი ზემოქმედება მოეხდინათ.ამიტომაც მათ აღმერთებენ და მესის კაცადაც არა თვლიან.ვინც ამას ვერ ხვდებით თქვენთან ლაპარაკიც არა ღირს.
კაცური კანონი
02 მარტი 2021 12:34
4
ხომ ვიძახი, საკმარისია ბარსაზე რამე ისეთი დაიწეროს, ეგრევე შემოცვივდებიან ბოღმები და იქავებენ ერთ ადგილებს.
ბარსა
01 მარტი 2021 23:30
0
არ გამოვრიცხავ გაუმაძღარ მესისთანან ერთად ჩალიჩობდა.აბა ამხელა ხელფასს ეიბარებთა და ალავესებთან მოგებებისთვის რა პონტში უხდიდა. ნორმალურ გუნდებთან სამარცხვინოდ ნადგურდებოდნენ
ასე მგონია.
01 მარტი 2021 23:07
14
ასე გვგონია, შენ მოლანდებები გაქვს დაწყებული, წადი და ფსიქიატრს ეჩვენე სანამ მაგრად გაგიფრენია!
ასე მგონიას
01 მარტი 2021 23:26
1
სანამ მესიზე დაასველე ენა, აქოთებული პირი გამოირეცხე?
აჰა, ჩასაფრებულების ჯგროს ერთი წარმომადგენელიც შემოსრიალდა! ასე მგონიას სახელით.
01 მარტი 2021 23:24
0
ზურას: ისე რუსეთის გვერდით საქართველოც რომ დაგეწერა 100% ით მართალი იქნებოდი.
maxo
01 მარტი 2021 22:27
0
ოფიციალურად დამტკიცდა რომ იმენნა მაფიოზების და კორუმპიტებულების ბუდეა ბარსა, მერამდენეა ციხეში რო სვამენ, ეხლა ვხვდები წინა ლიგები როგორ მოიგეს, განსაკუთრებით ჩელსისთან, ბალაკი და დროგბა რო მისდევდნენ მსაჯს.
მეგრელი
01 მარტი 2021 21:43
7
ბარსელონას ბოლო სამ პრეზიდენტს პრობლემა ჰქონდა კანონთან, სამივე დაიჭირეს და ეს უკვე რაღაცაზე მეტყველებს. ამ სამიდან ერთი ლაპორტა იყო რომელმაც გუნდზეც იზრუნა, შემდეგი ორი კი ჯიიბის გასქელებაზე ზრუნავდნენ მხოლოდ...
ზურა
01 მარტი 2021 20:53
0
ჯიგარო, აქ ერთმა ჭკვიანმა კაცმა სწორად დაწერა, კორუფცია ყველგან არის სადაც ადამიანია თუმცა, განსხვავება არის მასშტაბებში.გამგები გაიგებს.
რაც შეეხება ბარტომეუს დაპატიმრებას, ახია მაგაზე.კაცმა ამხელა გუნდი ლამის გააპარტახა.იმედია ლაპორტა მოიგებს არჩევნებს და დაუბრუნებს ბარსას ძველ დიდებას!
დავით-ს
01 მარტი 2021 20:01
0
მარტი მარტი ოხ ეს მარტი
სვანი
01 მარტი 2021 19:57
0
კორუფცია ყველგან არის ევროპაშიც და რუსეთშიც, ოღონდ მასშტაბები არის ძალიან განსხვავებული და რუსეთIსგან განსხვავებით ევროპაში ეს საქმიანობა დასჯადია. ;)
ზურა
01 მარტი 2021 18:46
0
ბართუშ მოგეწია ცოდვები? სუარესის გაშვებისთვის, მესის წინააღმდეგ შავი პიარი, ბარსასთვის ყოვლად შეუფერებელი ტრანსფერები და მისგან მაყუთის მოტეხისთვის (არა ბიჭო, არ შეიტყაპუნებდი რა?) და ბოლოს თვითონ /დიდი გუნდის/ სახელისთვის, ზიანის მიყენებისათვის.
გელა
01 მარტი 2021 18:20
1

სიახლეები პოპულარული