“ამას მოედანზე წამითაც ვერ შეამჩნევთ...” - ზიდანი მოდრიჩით გაოცებულია

AutoSharing Option
მადრიდის “რეალის” ფრანგი თავკაცი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში “ატალანტას” 3:1 დამარცხების შემდეგ ძალიან მოხარულია, ფრანგი ლუკა მოდრიჩის თამაშით კი - გაოცებული: 

“მინდა მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, მათ შესანიშნავად ითამაშეს. გუნდის ორი ნახევარმცველი - ლუკა მოდრიჩი და ტონი კროოსი, ფენომენალურ თამაშს აჩვენებენ. კაზემიროს გოლების გატანა შეუძლია, რაც საბოლოოდ ჩვენი თამაშის სტილს ცვლის.

თუ მე ლუკას შესახებ მკითხავთ, მაშინ გეტყვით, რომ ის გასაოცარი ფეხბურთელია. ლუკა 35 წლისაა, მაგრამ ამას მოედანზე წამითაც ვერ შეამჩნევთ” - განაცხადა ზიდანმა.

ფრანგმა ასევე “სამეფო კლუბის” ბრაზილიელ შემტევზე,
ვინისიუსზე ისაუბრა:

“მე მისით ბედნიერი ვარ, თერთმეტმეტრიანი მისი წყალობით მოვიპოვეთ. მე კარგად ვიცი, რომ მას ნებისმიერი მცველისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია. ის გუშინდელ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ”.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით


altჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "სიტი" და "რეალი" შემდეგ ეტაპზე უპრობლემოდ გავიდნენ [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა 3:1 ჩემმა ტელევიზორმა აურია
ეტყობა.
გიო
19:36 17-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული