სუარესის ირონიული და ამავდროულად, გულნატკენი ღიმილი

AutoSharing Option
გუშინ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა, რომელიც "ჩელსისა" და "ატლეტიკოს" შორის გაიმართა, ლონდონელების გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

ლუის სუარესს იმედი ჰქონდა, ჩემპიონთა ლიგაზე უგოლო სერიას "არისტოკრატების" წინააღმდეგ დაასრულებდა, თუმცა მისმა გუნდმა ორმატჩიანი დუელი პირწმინდად დათმო და ლიგის მიმდინარე გათამაშებას ნაადრევად გამოეთიშა. ურუგვაელი მადრიდელების არგენტინელმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ შეხვედრის 59-ე წუთზე ანხელ კორეათი შეცვალა.

ლუისს მოედნის დატოვებისას სახეზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა. საბოლოოდ სიცილშიც კი გადაეზარდა.

სუარესმა დიეგო სიმეონეს წინ გაიარა და კიბეებზე ჩამოჯდა, სადაც მაისურისა და შორტის გარდა, ყველაფერი გაიხადა, რასაც მომღიმარი,
თუმცა გულნატკენი ღიმილი ერთვოდა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეეეხ სუა! შე მაგარო 9-იანო!
barsa
15:59 18-03-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული