"ნეიმარი მესისთან ერთად ითამაშებს, ეს "ბარსელონას" შემადგენლობაში იქნება" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი

AutoSharing Option
სხვადასხვა დროს ნეიმარის აგენტმა და "ბარსელონას" ყოფილმა სკაუტმა ლიონელ მესიზე, ნეიმარზე, "ბარსელონასა" და პსჟ-ზე ისაუბრა.

"ბარსელონაში" დაახლოებით 10 წელი ვიყავი, ქალაქის ყველა კუთხე ზეპირად ვიცი. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ნეიმარი უკან, კატალონიაში დაბრუნდება.

2 წლის წინ ნეიმარმა ფორმალურად უკან დაბრუნებასთან დაკავშირებით მკითხა, ჩვენ პარიზული კლუბიდან წამოსვლა გვინდოდა, მაგრამ რაღაც დეტალების გამო ეს არ მოხერხდა.
ბრაზილიელმა იცის, რომ მან შეცდომა დაუშვა, გუნდის გულშემატკივრები კი მასზე გულნატკენები არიან. ერთადერთი ვისაც მისი უკან დაბრუნება შეუძლია ლაპორტა გახლავთ, ამ შემთხვევაში კი მესიც არ დატოვებს
გუნდს, მან გადაწყვიტა, რომ მისი ისტორია "ბლაუგრანას" უკავშირდება და ეს კარგად აქვს გათვითცნობიერებული.
ნეიმარი მესისთან ერთად ითამაშებს, ეს "ბარსელონას" შემადგენლობაში იქნება" - განაცხადა ანდრე კარიმ

მომზადებულია marca-ს მიხედვით

alt"კამპ ნოუს" დანგრევა, ნეიმარის დაბრუნება - "ბარსას" პრეზიდენტობის კანდიდატების განცხადებები



მკითხველის კომენტარები / 5 /
ბარსამ ჯობია ისევ ჰაალანდზე გააკეთოს კონცენტრაცია, ან სხვა ახალგაზრდა გოლეადორზე. მესი თუ დარჩა და ალბათ დარჩება, მის გვერდზე გაიზრდებიან და მოუმატებან ახლები. რაც შეეხება ნეიმარს, უდიდესი ნიჭიერების მიუხედავად, არასანდო და არასერიოზული ადამიანი და ფეხბურთელია.
დინამო თბილისი
20:15 20-03-2021
1
ოთარ ტატიშვილს ახლოს თუ ვინმე იცნობთ, გადეცით, რომ ლეო მესის მიმართ ხომ არ ეშლება მისამართი? მოსწონს ღადაობა? შეარჩიოს სხვა ფეხბურთელი. მესის შეეშვას.
ბარსა მესის, ფანები.
14:15 20-03-2021
3

სიახლეები პოპულარული