ლა ლიგის 30-ე ტურში "ბეტისისა" და "ატლეტიკოს" მატჩი 1:1 დასრულდა.
მე-5 წუთზე სტუმრები იანიკ კარასკომ დააწინაურა, მე-20 წუთზე კი კრისტიან ტელომ საპასუხო გოლი გაიტანა.
"ატლეტიკო" ანდალუსიაში ჩატარებული ორი მატჩის შემდეგ სახლში 1 ქულით ბრუნდება (გასულ ტურში "სევილიასთან" 0:1 დამარცხდა). მართალია, ლიდერობა დაიბრუნა, მაგრამ უახლოეს მდევრებთან სოლიდური უპირატესობა დაკარგა და ახლა "რეალს" მხოლოდ 1, ხოლო "ბარსელონას" 2 ქულით უსწრებს და ჩემპიონატის დამაინტრიგებელი ფინიში გველის.
18 აპრილს დიეგო სიმეონეს გუნდი "ეიბარს" უმასპინძლებს.