უკონკურენტო არჩევნები და ფლორენტინო "რეალის" პრეზიდენტი მეექვსედ გახდა

AutoSharing Option
დღეს, 13 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ მადრიდის "რეალის" საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ 1 კანდიდატის დარეგისტრირების გამო ფლორენტინო პერესს ხელმძღვანელის პოზიციაზე ვადა 4 წლით გაუხანგრძლივდა და "თეთრებს", მინიმუმ, 2025 წლამდე გაუძღვება.

ეს პერესისთვის "რეალის" პრეზიდენტის პოსტზე მე-6 საპრეზიდენტო ვადა გახლავთ. პირველად "ბლანკოსის" პრეზიდენტად 2000 წელს აირჩიეს (იქამდე, 1995 წელს მისთვის პირველ არჩევნებში რამონ მენდოსასთან დამარცხდა), შემდეგ კი - 2004 წელს, თუმცა 2 წელიწადში გადადგა. პერესის მეორედ მოსვლა "რეალში" 2009 წელს დაიწყო და მას შემდეგ მესამე არჩევნებია, როცა უკონკურენტობის გამო ფლორენტინოს საპრეზიდენტო ვადა
ავტომატურად უგრძელდება.

ბოლო 12 წელიწადია პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს უკონკურენტოდ და უხმაუროდ ირჩევენ და ირჩევენ. დონ ფლორენტინომ ამ პერიოდში "ბარსელონას" სამი პრეზიდენტი (როსელი, ბარტომეუ და ლაპორტა) "გამოიცვალა" და ეს შემთხვევით სულაც არ მომხდარა. გაქნილმა პერესმა მეთოდურად, იურიდიული მაქინაციებით "სამეფო კლუბში", ფაქტობრივად, დიქტატურა დაამყარა.

ფლორენტინო "სამეფო კლუბს" სათავეში 18 წელია უდგას და ამ ხნის განმავლობაში კლუბმა 26 ტიტული მოიგო. თუმცა გაქნილი პერესი ახლოსაც ვერ მივა სანტიაგო ბერნაბეუს მიღწევებთან, რომელიც "ბლანკოსს" 35 წელი პრეზიდენტობდა და კლუბს 6-ჯერ მეტი ტიტული მოაგებინა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
გაქნილიო, ბარტომეუა პატიოსანი :)
ქომაგი
17:07 13-04-2021
2
როგორ ეტყობა რომ ბარსელონას ფანის დაწერილი სტატიაა :))))
რა "იურიდიული მაქინაციებით დიქტატურა დაამყარა" სირცხვილია რეებს წერთ.
ამ კაცის ხელში რეალმა ყველა და ყველაფერი მოიგო რაც კი არსებობდა და შესაბამისად მისი შეცვლის ვერანაირ ლოგიკას ვერ ხედავენ და ირჩევენ თავიდან.
ან ფრაზა სანტიაგო ბერნაბეუსთან ახლოსაც ვერ მივა საერთოდ რა შუაშია? :)))))))))
Superman
22:45 13-04-2021
2

სიახლეები პოპულარული