"ბარსელონამ" "ბილბაოს" 12 წუთში მოუთავა საქმე და ესპანეთის თასს დაეუფლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონამ" "ბილბაო" 4:0 დაამარცხა და ოცდამეთერთმეტედ გახდა ტურნირის გამარჯვებული.

ბასკური გუნდი ღრმად დაცვაში ჩადგა და ზუსტად ერთი საათი გაუძლო, შემდეგ კი "ბარსამ" 12-წუთიან ინტერვალში 4 გოლი გაიტანა და დამსახურებული გამარჯვება, ხოლო მისმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა პოსტის შესანარჩუნებლად დამატებითი არგუმენტები მოიპოვა.

ლეო მესიმ დუბლი შეასრულა - მან ზედიზედ მე-13 სეზონში გაიტანა 30+ გოლი და კატალონიურ გუნდთან ერთად 35-ე ტროფეის დაეუფლა. ვერაფერს იტყვი, დიდებული მიღწევაა.

ფრენკი დე იონგმა გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

კუმანმა "ბარსელონას" მწვრთნელის რანგში
პირველი ტიტული მოიგო - ფეხბურთელობისას მან ამავე გუნდში 10 ტურნირზე იმარჯვა.

სევილია. "ოლიმპიკო"
ბილბაო - ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 გრიზმანი (60), 0:2 დე იონგი (63), 0:3 მესი (68), 0:4 მესი (72)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენი ძმა, ერთი გვიწინასწარმეტყველე, ლალიგას ვინ მოიგებს?
მამუკა კაკულიას.!
19 აპრილი 2021 12:38
0
იმდენად დაიბოღმა მამუკია ბარსას მოგებით და კარგი თამაშით, რომ ეგრევე ცხელ გულზე უაზრო შინაარსის კომენტარი, დააკომენტარა. ტაშიიიიიი მამუკიას!
გია
19 აპრილი 2021 12:06
0
მამუკია სიმონ, რაია აი რაი დაწერე? :)
არცერთ კლუბს არ აქვს იმდენი პრიზი მოგებული ესპანეთში როგორც ბარსელონას აქვს. ბარსამ 31-ჯერ მოიგო თასი,აქედან 4 ჯერ ზედიზე 2015, 2016, 2017, 2018 რეალმა 19-ჯერ მოიგო და 20-ჯერ თასის ფინალიდან დააპანღურეს, მსოფლიო რეკორდსმენია თასის ფინალში დაპანღურებულების სიაში.
კაკო
18 აპრილი 2021 22:32
0
ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის თასს კიდევ კარგი ხანი ვერ ასწევს ან საერთოდ თუ ასწევს კიდევ მესის წასვლის შემდეგ და ამ თასით ცოტა გულს გადააყოლებენ ელ კლასიკოში მარცხს.
პ.ს. სიმართლე მწარეა და დისლაიკებს ველოდები ბარსას გულშემატკივრებისგან
მამუკა
18 აპრილი 2021 16:03
12

სიახლეები პოპულარული