"პირდაპირ გეტყვით, არის შეხვედრები, რომლების ყურებაც შეუძლებელია..." - პერესი ესპანურ რადიოში გამოვიდა და ყველაფერზე ღიად ისაუბრა

AutoSharing Option
ოთხშაბათს ღამით სუპერლიგისა და მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ესპანურ რადიოში სცადა ახალ ტურნირთან დაკავშირებით ესაუბრა. ფლორენტინო ასევე იმ გუნდებს შეეხო, რომლებმაც გამოაცხადეს, რომ სუპერლიგას დატოვებდნენ. 

"მე გულდაწყვეტილი ვარ, რადგან ამ პროექტთან დაკავშირებით 3 დღის განმავლობაში ვმუშაობდით. შესაძლოა ჩვენ მისი დადებითი მხარეები კარგად ვერ გადმოვეცით. 

ჩემპიონთა ლიგის ფორმატი ძველმოდურია, საინტერესო ეტაპი კი მეოთხედფინალიდან იწყება.

ეს ფორმატი კი, შეიძლება ითქვას, რომ არ მუშაობს. ამიტომ მოვიფიქრეთ, რომ ევროპის საუკეთესო გუნდები სეზონის დასაწყისიდანვე ერთმანეთს დაუპირისპირდებოდნენ. ჩვენ დავიანგარიშეთ ციფრები და დავინახეთ, რომ ამ გზით
ბევრად დიდი მატერიალური მოგების ნახვა შეგვეძლო. დიდ სარგებელს ასევე სხვა გუნდებიც ნახავდნენ.

ჩვენს რიგებში ერთი ინგლისური გუნდიც მოიაზრებოდა, რომელსაც სიმართლე გითხრათ, ამ ლიგასთან დაკავშირებით დიდი ინტერესი არ ჰქონდა. მოდი, არ დავკონკრეტდები, მან კი გავლენა სხვებზე იქონია...

ასე არიან ამერიკაშიც, NBA-სა და NFL-ის პრეზიდენტები. თუ ისინი მიდიან პროექტიდან, ეს ყველაფერი გარემოცვაში არსებული ატმოსფეროს გამო ხდება. თავის მხრივ, FIFA-მ შოუ დადგა, დაახლოებით ისეთი, თითქოსდა ჩვენ ატომური ბომბი შეგვექმნას. შესაძლოა ჩვენ ჩვენი სათქმელი კარგად ვერ გადმოვეცით, თუმცა არც მათ მოუციათ ჩვენთვის შესაძლებლობა, რომ უკეთესად აგვეხსნა. ვიღაცას არ უნდოდა ეს და დასრულდა. არასდროს მინახავს UEFA-ს პრეზიდენტისგან და სხვა ქვეყნის ფეხბურთის წარმომადგენლებისგან ამხელა აგრესია.

20 წელია ფეხბურთში ვარ და მსგავსი საფრთხე არც კი მახსოვს. თითქოს ვიღაც მოვკალით, თითქოს ჩვენ ფეხბურთი დავმარხეთ, თუმცა რეალურად ჩვენ ვცდილობდით, რომ ყველასთვის საყვარელი სპორტი გადაგვერჩინა".

ფლორენტინო ასევე იმ ინგლისურ, იტალიურ და ესპანურ კლუბებს შეეხო, რომლებმაც პროექტი თავიანთი ნებით დატოვეს:

"ისინი ძალიან ცდებიან. ვფიქრობ, პროექტი მათ ჯერ კიდევ არ დაუტოვებიათ, რადგან ყველა მათგანმა იცის ამ "სამყაროს" შესახებ".

პერესმა საინტერესოდ ისაუბრა პრესის მიერ ჩაკეტილი ტურნირის გამოცხადებაზე, სადაც მონაწილეობას მხოლოდ მდიდარი გუნდები მიიღებდნენ:

"ამ გუნდებმა ეს დაიმსახურეს, განსაკუთრებით, ბოლო 20 წლის განმავლობაში. სწორედ მათ გააჩნდათ უდიდესი სოციალური მედია და გულშემატკივრები.

თქვენი აზრით, უნდა ვკითხო მოთამაშეებს, მოაწერეს თუ არა ხელი? არ ფიქრობთ იმაზე, რომ თუ მადრიდის "რეალის" გულშემატკივარს ეტყვი, რომ თუ ყოველ კვირაში მანჩესტერულ გუნდებთან, "ბარსელონასთან" და სხვა გრანდებთან გვექნება შეხვედრები, გგონიათ ისინი უარს იტყვიან? არ გირჩევნიათ უყუროთ ამას საწყისი ეტაპიდან, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან? პირდაპირ გეტყვით, არის შეხვედრები, რომლების ყურებაც შეუძლებელია..." - განაცხადა პერესმა.

მომზადებულია marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყოველ კვირა თუ უყურე რეალი ბარსას დაპირისპირებას,ის ინტერესი დაეკარგება.რაღაც უნდა შეიცვალოს,მაგრამ არა ჩაკეტილი ,ჩემპიონატით,ერთიდაიგივე გუნდების ყურებით.
ბარსაფანი
24 აპრილი 2021 10:08
0
Ყყველაფერი იის ბრალია რო ახელა ფულს უაზროდ იხდიან კლუბები ფეხბბურთელებში.თუ კონკურენცია შემცირდა ეს იმის ბრალია რო ბობოლები ასტრონომიულ თანხას იხდიან ფეხბურთელში და საშუალო დონის კლუბები ვერ უწევენ კონკურენციას.ნორმალურია 35 მილიონი წელიწადში ხელფასის სახიით?ზუსტად მაგდენიაქვს კრიშტიანოს.ასევე ჰალანდი ითხოვს 35 მილიონს წელიწადში ხელფასის სახით.ეს ხო სიგიჟეა .მიზანი ხელფასების გაზრდა კი არა ხელფასების შემცირებაა.წელიწადში 3 მილიონზე მეტი ხელფასის სახით არის სიგიჟეე და მეტი არაფერი.იმედია რეალს და იუვეეს ძაან დაასანქცირებენ
buxrika
22 აპრილი 2021 18:22
4
დიდი ხანია ფეხბურთს უნდა შეეცვალოს სახელი და გახდეს"ფულბურთი".
100-200 მილიონიან ტრანსფერებს და ხელფასებს ისე მიეჩვივნენ თითქოს რაიმე გადატრიალება და აღმოჩენა მოეხდინათ მეცნიერებაში ან მედიცინაში.
მალაქია
22 აპრილი 2021 17:04
0
ოლიმპიური სისტემა წააგე გავარდები და მორჩა. თასების მფლობელთა თასიც დაამატონ. არაა საჭირო ჯგუფური ტურნირები. ორი საფეხურის გადალახვის შემდეგ თუ წააგეფ დაბალი დონის ტურნირზე გადაერთოს გუნდი და ასე...
კახა
22 აპრილი 2021 15:00
0
საცოდავი პერესი რა დღეშია :)
ფეხბურთი სპორტიდან აქციეს შოუ ბიზნესად, ფეხბუტთელს ფულს იმაში უხდიან რომ მ ქუჩის ქალივით წამოიპლაკება მინდორზე შეხებისთანავე,რა გემო აქვს ნეიმარის თამაშს რომელიც ბუზი რომ დააფრინდება ამსი გამო ისტერიაში ვარდება? სიმულიანტობა კარგად იცის და არა ნაღდი ვაჟკაცური ფეხბურთის თამაში ეხერხება. ფეხბურთელში 200-250 მილიონ ევროებს ისე იხდიან თითქოს ეს დიდი ქარხანა იყოს 3000 მუშახელით.
ამ მდიდარმა კლუბებმა სხვების ხარჯზე გამდიდრდნენ და ამას ვერ ხვდებიან,სხვებს მოუსპეს მომავალის ინტერესი. ევროპის 500 კლუბიდან სიცოცხლისუნარიანი 50-ია მხოლოდ, დანარჩენები უბრალოდ არსებობენ ყოველგვარი ტროფეული მიზნის გარეშე, რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია, წარმატებად ითვლება უკევ ევროპალიგის ჯგუფურზე მოსახვედირს პლეიოფში დამარცხებაც კი :)
გაჩნდა ფეხბრუთელების ახალი კასტა - პროფესიონალი მოყვარულები-
ეს უაზრო სიმდიდრე იყო სწორედაც მიზეზი მადრიდის რეალის 5-ჯერ მიჯრით ჩემპიონთა თასის მოგება 50-იან წლებში. ვის გხიბლავთ ასეთი სიმდიდრე და წარმატებები?
jango
22 აპრილი 2021 13:28
10
არადა ძალიან სწორად აზროვნებს ეს კაცი და ვიღაცეებმა კი მისგან მონსტრი გამოიყვანეს... რაში იღებს უეფა ყოველწლიურა დმილიარდებს? ტურნირის ორგანიზებაში? ამას ორგანიზებას ყველა გაუწევს ვინც ფეხბურთშია. კორუმპირებული უეფას პრეზიდენტები, რომლებსაც მუდმივად იჭერენ სხვის ფულს ჭამენ მთელი ცხოვრება და მობეზრდათ გრანდებს. რა არის ამას გასაკვირი. ერთადერთი რაც ნაკლი ქონდა სუპერლიგას, იყო ფორმარი.
ძალიან ბევრი კარგი გუნდი იჩაგრებოდა და მონაწილეთა რაოდენობა ცოტა იყო. ასევე არ უნდა ყოფილიყვნენ მუდმივი წევრები, არამედ საკუთარი ჩემპიონატებიდან უნდა გასულიყვნენ ისევ სუპერლიგაზე.
მოკლედ ჩემპიონთა ლიგის ფორმატი რომ შეენარჩუნებინათ და უეფა "ჩაეტეხათ" ეგ იქნებოდა ყველაზე ჭკვიანური
superman
22 აპრილი 2021 12:27
34
არ გინდა ეხლა ამ თემაზე ლაი-ლაი,რა სუპერლიგა იქნებოდა გორის დილას და სამგურალის გარეშე?
თვითონ უეფა და ფიფა არის კორუფციის ბუდე.რატომ უთვლის ეს ხალხი მესის,თუ რონალდოს ფულებს? თქვე დალოცვილი შვილებო საგანელიძე და ღარიბაშვილი მეტ ფულს შოულობენ არაფერში და რაღა ამ ვარსკვლავებს მივადექით?
ჟორა
23 აპრილი 2021 01:04
3
მაგას უეფაც აკეთებს და არ მოწონთ. პრობლემას იმაში ხედავენ, რომ თუ ტრანსფერებზე ფული დახარჯა და სახელფასო ბიუჯეტი გაბერა მერე ჭირდება ბევრი თამაში მაყურებელზე გასაყიდად რომ ამოიღოს. თუ ლიგაზე ჯგუფში ჩარჩა ან საერთოდ ლიგის ზონაში ვერ შევიდა რისკავს ძალიან, ამიტომ ზოგი გუნდი ერიდება დიდ ტრანსფერებს. როცა ეს მოდელი გაეშვებოდა შეიცვლებოდა მარტო ფეხბურთელების ფასები და მეტ ფულს იშოვიდნენ კლუბები და აგენტები. შესაცვლელი მიდგომები და წესებია და იზოლაცია ამას ვერ დაეხმარება. ამათ გონიათ მანჩესტერს ეხლა წელიწადში ერთხელ რომ ეთამაშებიან და ხალხი უყურებს მასიურად 10ჯერ თუ ითამაშებენ იგივე რაოდენობა დაინტერესდება და მაგაში ცდებიან. თუ ყოველ კვირას ტოპ თამაშებია ტოპი აღარ ქვია მაგას. მიიღებენ იმას რომ ფლეიოფამდე ხალხი არ მივა სტადიონზე და მანამდე გადაიხდის იმდენივეს რასაც ოსასუნასთან თამაშის საყურებლად გადაიხდიდა.
gia
22 აპრილი 2021 15:53
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული