"რეალმა" "ბეტისს" ვერ სძლია და მდგომარეობა გაირთულა

AutoSharing Option
ლა ლიგის 33-ე ტურში "რეალი" და "ბეტისი" დაზავდნენ - 0:0.

ზიდანის გუნდი ყველა ტურნირზე უკანასკნელ 17 შეხვედრაში დაუმარცხებელია (12 მოგება და 5 ფრე), თუმცა ბოლო 4-დან მხოლოდ 1 მატჩში გაიტანა გოლები.

"რეალი" 71 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ატლეტიკოს" 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო მესამე პოზიციაზე მყოფ "ბარსელონას", რომელსაც 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 3 ქულით უსწრებს.

"რეალი" 27 აპრილს ჩემპიონთა ლიგაზე "ჩელსის" მასპინძლობს, ხოლო 1-ელ მაისს პრიმერაზე "ოსასუნას".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული