"რეალმა" "ოსასუნას" მოუგო და "ატლეტიკოს" გაქცევის საშუალება არ მისცა

AutoSharing Option
ლა ლიგის 34-ე ტურში "რეალმა" მადრიდში 2:0 დაამარცხა "ოსასუნა".

სტუმრებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს მრისხანე მასპინძლებს და "რეალმა" მათი გატეხვა მხოლოდ მატჩის დასასრულს მოახერხა - 76-ე წუთზე ანგარიში მილიტაომ გახსნა, ხოლო მე-80 წუთზე პამპლონელთა კარი კაზემირომ დალაშქრა.

"რეალი" 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ "ატლეტიკოს", რომელმაც სტუმრად "ელჩეს" 1:0 სძლია და 9 მაისს "სევილიას" უმასპინძლებს.

"სამეფო გუნდი" ყველა ტურნირზე ბოლო 19 მატჩში დაუმარცხებელია - 13 მოგება და 6 ფრე.

"რეალის" მცველმა ვარანმა მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო, პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს და უცნობია, მოუწევს
თუ არა მომავალი შეხვედრების გამოტოვება.

შეგახსენებთ, ზინედინ ზიდანის გუნდი 5 მაისს ლონდონში ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში "ჩელსის" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საცოდავი რეალი :) ბარსელონაზეა დამოკიდებული ამ ნაღები გუნდის ოცნებები, თუ ბარსელონამ არ დაამარცხა ატლეტიკო, რეალს მხოლოდ ოცნებები დარჩება ჩემპიონობის, ასე რომ ....:)
იქნებ ბარსამ რეალის გულგასახეთქად ფრე ითამაშოს ან წააგოს და ატლეტიკოს აჩუქოს ჩემპიონობა? :) ძმაკაც სუარესს მესიმ აჩუქოს გარანტირებული ჩემპიონობა?
კაკო
12:47 02-05-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული