მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "სევილიასთან" (2:2) გამართული მატჩის შემდეგ შეხვედრის მთავარ არბიტრ ხუან მარტინეს მუნუერას შესახებ ისაუბრა.
"ვერაფერი გავიგე. თუ მილიტაოზე ხელით თამაში დაფიქსირდა, მსგავსი მომენტი "სევილიას" კართანაც იყო.
გადაწყვეტილების სისწორეში მსაჯის ნათქვამმა სიტყვებმა ვერ დამაჯერა. არბიტრებზე არასდროს ვლაპარაკობ, თუმცა დღეს საშინლად გაბრაზებული ვარ.
მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, მოხდა. ვერაფერს შევცვლით. საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ, თუმცა მეტი დავიმსახურეთ, რადგან მეორე ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ.
მსაჯობაზე აღარაფერს ვიტყვი. ასე ნათელი არაფერს მოეფინება და კიდევ უფრო დავიძაბებით. არბიტრმა მიღებული
გადაწყვეტილება წესების მიხედვით უნდა ამიხსნას, მხოლოდ ესაა.
"რეალი" ბოლომდე იბრძოლებს. მომდევნო 3 მატჩის შესახებ უნდა ვიფიქროთ. გაბრაზებული კი იმიტომ ვარ, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ.
"ვარ"-ი? მე ფეხბურთს ვენდობი. იმას ვამბობ, რომ ხელზე ბურთი ფეხბურთელებს ორ ეპიზოდში მოხვდათ, პენალტი კი ჩვენს კარში დანიშნეს", - განაცხადა ზიზუმ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით