ლა ლიგის უკანასკნელ ტურში "ატლეტიკომ" სტუმრად 2:1 სძლია "ვალიადოლიდს" და მეთერთმეტედ გახდა ჩემპიონი - მეორედ სიმეონეს ხელმძღვანელობით.
სუარესმა ამ სეზონში 32 მატჩში 21 გოლი (3 პენალტით) გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა - მისი 11 გოლი გამარჯვების მომტანი გამოდგა. ურუგვაელმა მეხუთედ მოიგო პრიმერა.
ვალიადოლიდი. "ხოსე სორილია"
ვალიადოლიდი - ატლეტიკო 1:2
გოლები: 1:0 პლანო (18), 1:1 კორეა (57), 1:2 სუარესი (67)
"რეალმა" საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა"ვილიარეალი" და ვერცხლის მედლები მოიპოვა. თუმცა, ამ სეზონში ტიტულის გარეშე დარჩა.
მადრიდი. "დი სტეფანო"
რეალი - ვილიარეალი 2:1
გოლები: 0:1 პინო (20), 1:1 ბენზემა (87), 2:1 მოდრიჩი (90+2)
"ბარსელონამ" მესის გარეშე, ნახევრადსარეზერვო შემადგენლობით გასვლაზე 1:0 მოუგო "ეიბარს" და მესამე ადგილზე გავიდა, რაც 2008 წლის შემდეგ მისი ყველაზე უარესი შედეგია.
ეიბარი. "იპურუა მუნისიპალი"
ეიბარი - ბარსელონა 0:1
გოლი: გრიზმანი (81)
ასე და ამგვარად, ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკო", "რეალი", "ბარსელონა" და "სევილია" იასპარეზებენ.