მადრიდის "რეალის" ოფიციალური "ფეისბუქგვერდის" თანახმად, ზინედინ ზიდანმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.
"ახლა დროა პატივი ვცეთ მას და დავაფასოთ ის ერთგულება, პატივისცემა და პროფესიონალიზმი, რაც ამ წლების განმავლობაში მან ჩვენთვის გაიღო. ყველამ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ის ჩვენთვის. ზიდანი ჩვენი კლუბის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდაა. ის აქ თამაშობდა, როგორც ფეხბურთელი და მუშაობდა, როგორც მწვრთნელი. ზინედინმა კარგად იცის, რომ ის სულ ჩვენს გულში იქნება, ხოლო ჩვენ მისი სახლი ვიქნებით" - წერს realmadrid-ი.
წყარო: realmadrid