მშვიდობით, უკან მოხედვა ძნელია - სერხიო რამოსი "რეალიდან" წავიდა

AutoSharing Option
"რეალმა" სერხიო რამოსის გუნდიდან ოფიციალურად წასვლა გამოაცხადა.

ხვალ სერხიო რამოსის გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი დაესწრება.

რამოსმა და "რეალმა" ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება ვერ შეძლეს და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის. სერხიოს ხელშეკრულების მხოლოდ ერთი წლით გახანგრძლივებას სთავაზობდნენ, ის ორწლიანს ითხოვდა და ამას გარდა, ხელფასის შემცირებაზე უარი განაცხადა.

რამოსი "სამეფო გუნდში" 2005 წელს გადავიდა და მას შემდეგ ხუთჯერ მოიგო პრიმერა, ოთხჯერ ესპანეთის სუპერთასი და ამდენივეჯერ ჩემპიონთა ლიგა.

გასულ სეზონში ლა ლიგაზე 35 წლის რამოსმა 15 მატჩში 2 პენალტი
გაიტანა

მკითხველის კომენტარები / 13 /
ფეხბურთს, რომ ვუყურებ საბოლოოდ ვრწმუნდები, რომ არცერთმა ნიჭიერმა ფეხბურთელმა არ უნდა დასდოს ნამეტანი თავი ფეხბურთზე, ბოლოს მაინც არავინ დაუფასებს. ცოცხალი მაგალითები აგერ ჩვენს თვალწინააა. ვის რაში აინტერესებს შენი კარგი ფეხბურთელობა. ამაზე დიდი დამცირება რა უნდა იყოს ლეგენდებისთვის, როცა მიგითითებენ, რომ აღარ ჭირდები. დღემდე ვერ მომინელებია სუარესის გაშვება ბარსადან. შემირცხვენია ასეთი პრეზიდენტები და მათი ბოსები, ვინც ლეგენდებს არ აფასებენ.
ბარსა
15:39 17-06-2021
1
არც რეალისტი ვარ და რამოსის მიმართაც ძალიან კრიტიკული განწყობა მაქვს,ცნობილი მიზეზების გამო,მაგრამ როგორც კაპიტანი და როგორც ფეხბურთელი,სულ ცოტა კიდევ ორი წელი,ის შეუცვლელი იქნება რეალისათვის.ორ-სამ წლიანი კონტრაქტი რომ შეეთავაზებინათ,არ მჯერა, რომ ხელფასის დაკლებაზე არ დათანხმებულიყო.სადაც წავა,(ეს აუცილებლად ტოპ გუნდი იქნება),ის ყველგან ერთერთი ლიდერი გახდება და დიდ მიზნებს შეეჭიდება.
სოსო
13:34 17-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული