და მაინც, რატომ წავიდა სერხიო "რეალიდან"...

AutoSharing Option
1 წლის წინ სერხიო რამოსის მადრიდის "რეალიდან" წასვლა წარმოუდგენელი გახლდათ, თუმცა ესპანელ მცველსა და "სამეფო კლუბის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შორის გაფუჭებული ურთიერთობის შემდეგ ეს ყველაფერი უკვე რეალური ხდებოდა.

იანვრიდან მოყოლებული, რამოსი და პერესი კონტრაქტის განახლებასთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. მათ დრო ივნისის ბოლომდე ჰქონდათ, რამდენჯერმე ჩაშლილი მოლაპარაკების შემდეგ კი სერხიომ მადრიდიდან წასვლა გადაწყვიტა.

მხარეების თქმით, რამოსს სჯეროდა, რომ ჯერ კიდევ მაღალ დონეზე შეეძლო თამაში და ცდილობდა გუნდის პრეზიდენტი დაერწმუნებინა, რომ 2-წლიანი კონტრაქტი მიეღო, თუმცა ფლორენტინო ამას არ თანხმდებოდა. მას სურდა
ხელფასის შემცირება და სხვა ბევრი რამის შეცვლა, რაზედაც მცველი არ დათანხმდა და წასვლა გადაწყვიტა.

უკანასკნელი წვეთი ოთხშაბათს დასახელებული შემადგენლობა გახლდათ, სადაც სერხიო არ მოიაზრეს, რამაც ყველაფერი ცხადყო.

ლეგენდარულმა ანდალუსიელმა "რეალი" დატოვა. შეგახსენებთ, რამოსი 35 წლისაა და მისი მომავალი კლუბი ჯერ კიდევ უცნობია.

მომზადებულია marca-ს მიხედვით



მკითხველის კომენტარები / 8 /
1 წლიანი კონტრაქტი,წელიწადში 12 მილიონი ეურო,უბრალოდ 10% ხელფასის დაკლება მოთხოვა კლუბმა პანდემიის გამო,რამოსი არ დათანხმდა,2 წლიანი უნდოდა,იყიდეს ალაბა და წელიწადში 8 მილიონს გადაუხდიათ,ამის მერე რამოსმა ბოლო მომენტში დაზადნა და დათანხმდა 1 წლიანი კონტრაქტს მაგრამ გვიანი აღმოჩნდა,ჯიუტობის და სიამაყის გამო მოხდა ეს ყველაფერი,ორივე მხრიდან იყო შეცდომები,მაინც ისე გამოვიდა რომ რამოსი ფულს დახარბდა და რეალმა ლეგენდა მოიშორა,უბრალოდ რამოსი შეცდა და უნდა დათანხმდებოდა 1 წლიანს და კიდევ გაუგრძელებდნენ მერე,უბრალოდ კლუბის პოლიტიკაა 35 წელს ზევით ფეხბურთელებს 1 წლიან კონტრაქტს უფორმებენ,მოდრიჩსაც 1 წლიანი გაუფორმეს და ეგრევე დათანხმდა
El mentalista
19 ივნისი 2021 13:31
0
მედალს ორი მხარე აქვს, ერთი რომ იმ დროს როდესაც უამრავ უაზრო ხელფასებს იხდის პერესი თუნდაც აზარში, ბეილში, იოვიჩში რომლებსაც ბოლო ორ წელში თითზე ჩამოსათვლელი თამაშები ითამაშეს და ამ დროს რამოსს ორწლიანი კომტრაქტი არ გაუფორმეს იმის შიშით რომ ზედმეტად 10 მილიონი არ გადაეხადათ თუ ის ისეთივე სარგებლიანი ვერ იქნებოდა მომავალ წელს და მეორე ის რომ თავად რამოსსაც უნდოდა დაუმსახურებლად 10 მილიონის გამომუშავება თუ ვერ იქნებოდა მომავალ წელს ისეთივე ფორმაში, არა და მომავალ წელს ისევე გუფორმებდნენ 1 წლიან კონტრაქტს თუ სურვილი და შესაძლებლობა ექნებოდა
მამუკა
18 ივნისი 2021 06:49
0
ყველა მასე დაუფასებლად გაუშვა რეალმა.
სააკაძე
17 ივნისი 2021 20:01
1
მოდით მეგობრებო მეორე მხრიდან შევხედოთ,
გუნდმა მისცა ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილ ფეხბურთელებს, რამდენიმე თაობა ეყოლებათ უზრუნველი და თუნდაც ბოლო 1 ან 2 სეზონი 35 წლის ასაკში დაბალ ხელფასზე აღარ უნდათ.
ჩემი აზრით ზუსტადაც რომ მაგ ფეხბურთელებს კიდიათ ყველაფერი ფულის გარდა.

პ.ს. 300 ლარს რო არ შესთავაზებდა ხომ ფაქტია.
Ds
17 ივნისი 2021 18:49
6
Ფულის გარდა ყველა და ყველაფერი კიდია. Არ ვიცი ვისი "ბრალია" ამ შემთხვევაში, მაგრამ არცერთი ლეგენდა რომ სათანადოდ არ დააფასა ამ ძაღლმა ეგ ფაქტია.
Ნიკა
17 ივნისი 2021 16:44
1
პერესს ეტყობა თავისებური პრიმციპები აქვს, განსაკუთრებით დამსახურებული ფეხბურთელების მიმართ. საკმარისია გავიხსენოთ მორიენტესი, რომელის პსჟ ში გააქცია, სადაც თავი გამოიჩინა, შემდეგ კი რეალში ჩამოიყვანა, საიდანაც მალე ,,გაქრა''კასილასი,რომელსაც ძალიან ატკინა გული, ისევე როგორც ლეგენდარულ რაულს, რომელიც კერმანულ კლუბში წავიდა და სწორედ ამ უკანასკნელმა მოუწყო გრანდიოზული გაცილება, როცა პერესს საერთოდ არ გახსენებია, როლანდოსაც რაღაც პრობლემები დაუგროვდა და იმიტომაც დატოვა რეალი. ახლა უკვე რამოსი...ვინ იქნება შემდეგი...
ზურა
17 ივნისი 2021 16:43
2
რაული, მორიენტესი, იერო, კარლოსი, რონალდო, რამოსი და ვინ მოთვლის კიდე... უბოდიშოდ, დამპალი კომშივით ისროლეს. სამეფო კი არა დაუნახავი კლუბია
Hunting
17 ივნისი 2021 16:39
2
პერეს! შეგირცხვა ეგ ცხვირი.
მაფიოზა პერეს.
17 ივნისი 2021 15:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული