ხაზი გაესვა იმას, რომ არგენტინელისა და ფრანგის გაცვლის იდეა "ბარსელონას" ეკუთვნის - აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები სწორედ "ლურჯ-წითლებმა" დაიწყო.
გასულ სეზონში 30 წლის გრიზმანმა "ბარსელონას" შემადგენლობაში 51 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა გააკეთა. Transfermarkt-ის მიერ 60 მილიონ ევროდ შეფასებულ გრიზმანს აქამდე მსურველები პრემიერლიგიდან ჰყავდა.
იტალიის
დასრულებულ ჩემპიონატში დიბალამ "იუვენტუსის" მაისური 20-ჯერ მოირგო, 4 გოლი შეაგდო და 3 ასისტიც გააკეთა. არგენტინელი "ბებერი სინიორას" რიგებში 2015 წელს "პალერმოდან" გადავიდა. Transfermarkt-ი დიბალას 50 მილიონ ევროდ აფასებს.