34 წლის ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა "ატლეტიკოში" თავი პირველსავე სეზონში ჩინებულად წარმოაჩინა, ლა ლიგის 32 მატჩში 21 გოლი (3 პენალტით) გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. კლუბის ხელმძღვნელობა მისი თამაშით ძალიან კმაყოფილია.
"მარკას" ცნობით, ის ამჟამად სპეციალური აღდგენითი პროგრამით მუშაობს და მომავალ სეზონში უფრო ხშირად მიეცემა დასვენების საშუალება.
დიდი ალბათობით, სუარესს 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს ერთი წლით გაუგრძელებენ.
დიდი ალბათობით, სუარესს 2022 წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს ერთი წლით გაუგრძელებენ.