"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს დაკავებული თანამდებობა გარანტირებული არ აქვს. სექტემბრის თვეში "ბლაუგრანა" 4 შეხვედრა გამართავს - ლა ლიგაში "გრანადასთან", "კადიზთან" და "ლევანტესთან", ჩემპიონთა ლიგაზე კი "ბენფიკასთან".
თუ გუნდი ამ მატჩებში დადებით შედეგს ვერ დააფიქსირებს, კატალონიელთა პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა ნიდერლანდელ სპეციალისტს დაითხოვს. Deportes Cuatro-ს ცნობით, ლიგის პირველ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნთან" განადგურების შემდეგ ხელმძღვანელობა შერცხვენილი და უკმაყოფილოა, ამასთან ერთად მათი მოთხოვნით, ისინი რონალდს "ბარსას" სტილის დაცვასა და ახალგაზრდებისთვის მეტი შანსის მიცემას ითხოვენ (იგულისხმება რიკი პუჩი).
როგორც ჩანს ნიდერლანდელ მწვრთნელს გუნდში პრობლემები
აქვს, ცუდი შედეგის შემთხვევაში ის კლუბს დატოვებს, ჯერ-ჯერობით ალტერნატიული ვარიანტი უცნობია.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით