"ბარსას" ფანებო დამშვიდდით, ვეცდებით "კადისს" მოვუგოთ - ლაპორტა

AutoSharing Option
"ბარსელონას" პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განცხადება გააკეთა და მე-5 ტურში "გრანადასთან" გამართული მატჩის (1:1) შემდეგ ფანებს მიმართა.

"ყველას გთხოვთ მხარი დაუჭირეთ ჩვენს გუნდს. ფეხბურთელებს თქვენ სჭირდებით და ძალიან გემადლიერებიან.

იცით, რომ რთული პერიოდი გვიდგას. ამ რთულ დროს კი ჩვენ გვერდით უნდა იდგეთ.

დარწმუნებული იყავით, "კადისთან" ჩვენი გუნდი მოგებას ეცდება. არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დაგვიჭირეთ მხარი "ლევანტესთან" თამაშში, რომელიც ამავე კვირაში შედგება. ეს გუნდს სჭირდება.

ეცადეთ სიმშივდე შეინარჩუნოთ. ვიცით, რაც არის გასაკეთებელი. ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. დიდი მადლობა. Visca el
Barça,"- თქვა ლაპორტამ "ტვიტერზე" გავრცელებულ მიმართვაში.

"ბარსა" "კადისს" გასვლაზე ზეგ, 23 სექტემბერს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.


მკითხველის კომენტარები / 4 /
კადისთან ვეცდებით...!ძალიან ეცდებიან!ასეთი გაბეჩავებული ბარსა არასოდეს მახსოვს.საქართველოს ნაკრებს ჰგავდა,ნულოვანი ფანტაზიით და უმოძრაობით.
სოსო
13:25 22-09-2021
0
მესის გარეშე ეგ გუნდი ნულია. ხოდა ამ ნულს ათრევდა ლეო ბოლო წლები. ადრე უნდა წასულიყო, აი მაშინ როცა დაინახა რომ გუნდს გამიზნულად ანგრევდნენ. ოღონდ გოიმ პსჟ ში არა. ისე ბარსას ფანების მაგარი ახია. ამდენი წელი უყურო როგორ გინგრევენ გუნდს და ხმა არ ამოიღო, ამის ღირსი ხარ რაც ახლა ხდება.
კაი
11:48 22-09-2021
1

სიახლეები პოპულარული