"ბერნაბეუ" საუკეთესო არენა იქნება?! - კორტი და საკალათბურთო პარკეტი მოედანზე, ჩანაცვლებადი საფარი და ა.შ. [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 4 ნოემბერს, მადრიდის "რეალმა" "ესტადიო სანტიაგო ბერნაბეუს" ახალი, ფუტურისტული იერსახის სადემონსტრაციო ვიდეო გაავრცელა.

ყველაზე განსაკუთრებული მინდვრის ცვლილების სისტემაა - "ბლანკოსის" არენის ბალახის საფარი ახალი ტექნოლოგიის საშუალებით მიწიდან 35 მეტრის სიღრმეში ინახება, ხოლო მის ადგილას ხელოვნური საფარი რჩება, რომელიც სტადიონზე სხვადასხვა სპორტული ღონისძიების, კონცერტისა და შეკრებების ჩატარების საშუალებას იძლევა.

რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ "სანტიაგო ბერნაბეუზე" კალათბურთისა და ჩოგბურთის მატჩის ერთდროულად ჩატარება იქნება შესაძლებელი.

რაც უშუალოდ მინდვრის შენახვის სივრცეს შეეხება, მასში სავენტილაციო, კონდიცირებისა და საირიგაციო სისტემები იქნება. ასევე, ბილიკები, ლედ განათება და
ულტრაიისფერი ნათება ბალახის თერაპიისათვის.

სტადიონის ტერიტორიაზე თამაშამდე, თამაშის მიმდინარეობისას და შემდეგ ბარები იმუშავებს, გულშემატკივრებს საჭმლისა და სასმლის შეკვეთა აპლიკაციის საშუალებით პირდაპირ თავიანთი სკამებიდან შეეძლებათ.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" 5 ისეთი რესტორანი იქნება, რომლებიც მინდვრის საფარს გადაჰყურებს და ყოველდღე იმუშავებენ, მათ შორის, მატჩის დღის ჩათვლით.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფანტასტიკაა!
llcl
16:47 05-11-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული