ხავის გუნდში ყოფილი თანაგუნდელის დაბრუნება სურს

AutoSharing Option
ჟურნალისტ ნიკოლო შირას თქმით, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელი ჟოან ლაპორტა და მწვრთნელი ხავი გუნდში დანი ალვეშის დაბრუნებაზე ფიქრობენ.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია. ესპანელ სპეციალისტს სჯერა, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ახალგაზრდებს საკუთარ გამოცდილებას იდეალურად გაუზიარებს.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ ალვეშს "სან პაულოსთან" ურთიერთობა დაეძაბა, სპორტსმენი კი უკან არ დაბრუნდება მანამ, სანამ დაპირებულ თანხას არ მიიღებს.

მოგეხსენებათ, დანი ბრაზილიაში 2019 წლის აგვისტოში დაბრუნდა. ხელფასის სახით თვის განმავლობაში 280 000 ამერიკული დოლარი უნდა მიეღო, თუმცა, როგორც ჩანს, ფინანსურმა პრობლემებმა აქაც თავი იჩინა.
კლუბთან არსებული კონტრაქტის თანახმად, "სელესაოელი" 2022 წლის დეკემბერში თავისუფალი აგენტი გახდება.

მომზადებულია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული