ლა ლიგის მე-18 ტურში "ვალენსიამ" "ლევანტე" 4:3 დაამარცხა.
"ღამურების" კარს კვლავ იესპერ სილესენი იცავდა, ხოლო გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო.
აუტსაიდერი "ლევანტე", რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატზე გამარჯვება არ აქვს მოპოვებული, 2:0 დაწინაურდა, თუმცა "ვალენსიამ" თამაშის შემოტრიალება და გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
ეს პრიმერას ისტორიაში მეათე შემთხვევაა, როდესაც "ვალენსია" ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა და გამარჯვების მოპოვება შეძლო.
"ვალენსია" 28 ქულით მე-7 ადგილზეა და 31 დეკემბერს "ესპანიოლს" უმასპინძლებს.
ვალენსია. "სიუდადი". 18 851 მაყურებელი
ლევანტე - ვალენსია 3:4
გოლები: 1:0 კამპანი (21), 2:0 როხერ მარტი (24), 2:1 გედეში (44), 2:2 სოლერი (50, პენ), 2:3 სოლერი (72), 2:4 გედეში (85), 3:4 ბარდი (90+1)