As-ის ცნობით, "რეალი" პსჟ-ის თავდამსხმელ კილიან მბაპესთან კონტრაქტის პირობების შეთანხმებას ჩქარობს.
მოლაპარაკებები მაქსიმალურად ფრთხილად წარიმართება, რადგან ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გუნდები ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში დაუპირისპირდებიან.
მბაპეს "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება და 1-ლი იანვრიდან სხვა კლუბთან მოლაპარაკების წარმოების უფლება აქვს.
მან მიმდინარე სეზონში პსჟ-ში ყველა ტურნირზე 24 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.