This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
„ხეტაფემ“ „სამეფო გუნდს“ 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია და ამით შეწყდა ყველა ტურნირზე მადრიდელთა 15-მატჩიანი წაუგებელი სერია.
გოლი დებიუტში თურქმა თავდამსხმელმა ენეს უნალმა გაიტანა. ის „ხეტაფეს“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც 2018 წლის მერე „რეალის“ კარი დალაშქრა.
„რეალი“ 46 ქულით ლიდერია და 9 იანვარს „ვალენსიას“ უმასპინძლებს. კიკე სანჩეს ფლორესის გუნდი კი ჩემპიონატზე 7 ნოემბრის შემდეგ დაუმარცხებელია, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 18 ქულით მე-16 ადგილზეა და 9 იანვარს სტუმრად „სევილიას“ დაუპირისპირდება.
ხეტაფე. „ალფონსო პერესი“. 11 890 მაყურებელი
ხეტაფე - რეალი 1:0
გოლი: უნალი (9)