"შეცდომა დაუშვა..." - ექს "ბარსელონას" ფეხბურთელი მესის პსჟ-ში გადასვლას აფასებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლობო კარასკომ ლიონელ მესის პსჟ-ში გადასვლა შეაფასა.

"მესის კატალონიური ცხოვრება ყოველთვის მოენატრება. თუ ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს, მაშინ პარიზში კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს, მაგრამ თუ ვერ შეძლო წარმატებით გამოსვლა, მაშინ რთული სეზონი იქნება.

სპორტული თვალსაზრისით არ ვფიქრობ, რომ მესი ნანობდეს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა საკუთარ გულში მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა" - განაცხადა კარასკომ.

შეგახსენებთ, ლობო "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 1978-1989 წლებში გამოდიოდა, რა პერიოდშიც 262 შეხვედრა გამართა და თავი 49 გოლითაც გამოიჩინა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

-16JAN/02/uidd2f7e21fcee5abaf21832153f9dc9d1b1637647466193width1200play0pos0gs0height678lionel-messi-fot-getty-images.jpg" border="0" alt="alt" title=""შეცდომა დაუშვა..." - ექს "ბარსელონას" ფეხბურთელი მესის პსჟ-ში გადასვლას აფასებს" style="height: 50px; width: 50px;" />მესის გეგმები 2022 წელს - არგენტინელი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონის წინ
მკითხველის კომენტარები / 5 /
მესის გარეშე ბარსა, ბარსა არ არის.
kote
08 იანვარი 2022 21:52
0
კიდევ აქეთ ლეოს ადანაშაულებთ? გაგიჟდები კაცი ამდენი უვიცების შემყურე. ყველაზე ძალიან ვისაც დარჩენა უნდოდა, ლეო იყო. ლაპორტას რა გადაუტრიალდ თავში, ეგ მარტო მაგ ჩათლახმა იცის.
თემო.
08 იანვარი 2022 18:57
1
რას ჰქვია,შეცდომა დაუშვა?თვითონ გუნდის თუ ლა ლიგის ხელმძღვანელობა ცდილობდა მის მოშორებას,შანსი არ დაუტოვეს დარჩენის და კიდევ მესი შეცდა?მესიმ ყველაფერი გააკეთა კლუბში დასარჩენად,იმაზე მეტიც კი,ვიდრე კაცისაგან ვინმემ შეიძლება მოითხოვოს და თუ მისი დატოვება ვერ განხორციელდა,ბარსელონას წინა და ახლანდელმა პრეზიდენტებმა გაინაწილონ ბრალი.ლეო კლუბის წინაშე პირნათელია.ლეომ მხოლოდ ესპანური ენა იცის და ფრანგულ კლუბში, ბუნებრივია გაუჭირდებოდა ფეხბურთელებთან თამაშის დროს ურთიერთობა.დიდ გუნდებში სრული ურთიერთგაგების გარეშე დიდი შედეგების მიღწევა,თითქმის შეუძლებელია,მესის კი სხვა სისტემებთან მორგების გამოცდილება საერთოდ არ აქვს და ბუნებრივია გაუჭირდა მათთან შეთამაშება.
სოსო
08 იანვარი 2022 14:28
0
სოსო, როგორც ყოველთვის ობიექტური და მართალი კომენტარები იცი. ამიტომაც გცემთ პატივს.
სოსოს
08 იანვარი 2022 17:46
0
ლობო კარასკო! შეცდომა მესიმ კი არ დაუშვა, არამედ ბარსას პრეზიდენტმა ლაპორტამ, თავისი უგუნური გადაწყვეტილებით და საერთოდ ამას შეცდომადაც არ ჩავთვლით, არამედ ბარსას ისტორიაში, ერთერთ უდიდეს დანაშაულად და შავ ლაქათ თუ ჩავთვლით. მესის სხვა არჩევანი დაუტოვეს?
გია
08 იანვარი 2022 13:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული