"შეცდომა დაუშვა..." - ექს "ბარსელონას" ფეხბურთელი მესის პსჟ-ში გადასვლას აფასებს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლობო კარასკომ ლიონელ მესის პსჟ-ში გადასვლა შეაფასა.

"მესის კატალონიური ცხოვრება ყოველთვის მოენატრება. თუ ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს, მაშინ პარიზში კიდევ ერთი წლით უნდა დარჩეს, მაგრამ თუ ვერ შეძლო წარმატებით გამოსვლა, მაშინ რთული სეზონი იქნება.

სპორტული თვალსაზრისით არ ვფიქრობ, რომ მესი ნანობდეს ამ გადაწყვეტილებას, თუმცა საკუთარ გულში მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა" - განაცხადა კარასკომ.

შეგახსენებთ, ლობო "ბლაუგრანას" შემადგენლობაში 1978-1989 წლებში გამოდიოდა, რა პერიოდშიც 262 შეხვედრა გამართა და თავი 49 გოლითაც გამოიჩინა.

მომზადებულია championat-ის მიხედვით

-16JAN/02/uidd2f7e21fcee5abaf21832153f9dc9d1b1637647466193width1200play0pos0gs0height678lionel-messi-fot-getty-images.jpg" border="0" alt="alt" title=""შეცდომა დაუშვა..." - ექს "ბარსელონას" ფეხბურთელი მესის პსჟ-ში გადასვლას აფასებს" style="height: 50px; width: 50px;" />მესის გეგმები 2022 წელს - არგენტინელი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონის წინ
მკითხველის კომენტარები / 5 /
მესის გარეშე ბარსა, ბარსა არ არის.
kote
21:52 08-01-2022
0
კიდევ აქეთ ლეოს ადანაშაულებთ? გაგიჟდები კაცი ამდენი უვიცების შემყურე. ყველაზე ძალიან ვისაც დარჩენა უნდოდა, ლეო იყო. ლაპორტას რა გადაუტრიალდ თავში, ეგ მარტო მაგ ჩათლახმა იცის.
თემო.
18:57 08-01-2022
1

სიახლეები პოპულარული