ესპანეთის ლა ლიგის მე-20 ტურში "ვილიარეალმა" "ატლეტიკოს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
ანგარიში მე-10 წუთზე ანხელ კორეამ გახსნა, არგენტინელმა ფეხბურთელმა "წყალქვეშა ნავებს" გოლი ცენტრიდან გაუტანა.
23-ე წუთზე ხერარდ მორენომ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. წონასწორობა 29-ე წუთზე პაუ ტორესმა აღადგინა.
მასპინძლები წინ 58-ე წუთზე ალბერტო მორენომ გაიყვანა, საბოლოო ანგარიში კი 67-ე წუთზე კონდოგბიამ დააფიქსირა.
ამრიგად, 20 ტურის შემდეგ "ვილიარეალი" 29 ქულით მე-8 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 16 იანვარს, "ელჩეს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"როხიბლანკო" 33 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს კი 23 იანვარს "ვალენსიას" პირისპირ ჩაატარებს. თითქმის 2-კვირიან შუალედში მადრიდელები 13 იანვარს ჯერ ესპანეთის სუპერთასზე "ატლეტიკს" უმასპინძლებენ, ხოლო 15 იანვარს "კოპა დელ რეიზე" "სოსიედადს" ესტუმრებიან.