ჩემპიონთა თასის 6-გზის გამარჯვებული ლეგენდა გარდაიცვალა

AutoSharing Option
89 წლის ასაკში მადრიდის "რეალის" ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანსისკო "პაკო" ხენტო გარდაიცვალა.

ესპანელი გარემარბი მადრიდულ გრანდში 1953-დან 1971 წლამდე თამაშობდა. საერთო ჯამში, "თეთრების" მაისურით პაკომ 600 მატჩი ჩაატარა და 182 გოლი გაიტანა.

ხენტო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც ჩემპიონთა თასი 6-ჯერ მოიგო.

ამასთან ერთად, "რეალის" შემადგენლობაში ესპანეთის ჩემპიონატში 12-ჯერ იმარჯვა, ესპანეთის თასს 2-ჯერ დაეუფლა და 1960 წელს საკონტინენტთაშორისო თასიც ასწია.

საერთო ჯამში, პაკომ "რეალის" რიგებში 23 ტიტული მოიგო, რაც კლუბის რეკორდი გახლავთ. გასულ კვირაში ლეგენდას ტიტულების რიცხვით მარსელო დაეწია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჰექტორ ჰენტო იყო ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც შეეძლო კონკურენცია გაეწია მიშა მესხისთვის იმ დროინდელ მსოფლიოში.
ორივეს იწვევდნენ მსოფლიოს ნაკრებში.
ჯუჯი
19 იანვარი 2022 12:34
0
1962 წ. ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ვარსკვლათა ნაკრებს ხვდეებოდა. სსრკ-დან იაშინთან ერთად მესხიც იყო მიწვეული და ფედერაციამ მხოლოდ იაშინი გაუშვა. შედეგად ჰენტოს მოუწია მარცხენა ფლანგზე ორივე ტაიმის თამაში. ასეთ გულისამრევ ქვეყანაში ვცხოვრობდით.
მურთაზ ჩიხლაძე
19 იანვარი 2022 11:07
2
ფრანცისკო ჰექტორ ჰენტო - დი სტეფანო ამბობდა: "ჰენტო ბურთს ისე მაწვდის, რომ მისი თასმებიანი მხარე შუბლზე არ მომხვდესო"
ც. ზ.
18 იანვარი 2022 23:56
0
ეს ყოფილა ვინც ყოფილა. აცხონოს
ვანჩოპე
18 იანვარი 2022 19:00
1
ეს ის ჰენტო არაა მესხის კონკურენტი რომ იყო მსოფლიო ნაკრების შემადგენლობის კანდიდატურებს შორის?
ბადრი
18 იანვარი 2022 18:25
1
ხენტო კი არა ჰენტო. 1963 წელს, ფეხბურთის 100-წლისთავზე, ლონდონში ინგლისისა და მსოფლიოს ნაკრების შეხვედრაზე, მსოფლიოს ნაკრებში მარცხენა გარემარბად მიშა მესხის სახელზე იყო მიწვევა, მაგრამ სპორტის რუსმა შოვინისტმა ფუნქციონერებმა არ ისურვეს ჩვენი საამაყო ფეხბურთელის გაშვება და საბოლოოდ ამ ადგილზე სწორედ ჰენტომ ითამაშა.
გულშემატკივარი
18 იანვარი 2022 17:37
2
ისეთი რამ შეასორე რაც ზუსტად იცი ) G-თი იწერება მისი გვარი ესპანურად და შესაბამისად ხენტოა გვარი
ხენტო
19 იანვარი 2022 00:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული