დომენეკს 3 გაუტანეს - "ატლეტიკოს" საოცარი ქამბექი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 22-ე ტურში „ატლეტიკომ“ 3:2 დაამარცხა „ვალენსია“, რომლის განაცხადში არ იყო მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

სტუმრებმა პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს, მასპინძლებმა კი მეორე ტაიმში ხაუმე დომენეკს სამი გოლი გაუტანეს და გაიმარჯვეს.

„ატლეტიკომ“ სამმატჩიანი მოუგებელი სერია (2 ფრე და 1 წაგება) შეწყვიტა, 36 ქულით მე-4 ადგილზეა და 6 თებერვალს გასვლაზე „ბარსელონას“ დაუპირისპირდება, ხოლო 29 ქულით მე-9 პოზიციაზე მყოფი „ვალენსია“ იმავე დღეს „სოსიედადს“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო“. 44 999 მაყურებელი
ატლეტიკო - ვალენსია 3:2
გოლები: 0:1 გედეში (25), 0:2 დურო (44), 1:2
კუნია (64), 2:2 კორეა (90+1), 3:2 ერმოსო (90+3)

მკითხველის კომენტარები / 2 /
მეორე გოლი დომენეკის შეცდომის შედეგად გავიდა. პირველი და მესამე მცველების ცუდი თამაშის გამო. მაგრამ გულშემატკივრები მეკარეს და მწვრთნელს აგინებენ.
ქ. გ.
07:54 23-01-2022
0
ამ თანაშში ვალენსიას სამი კაცი დაემტვრა,მათ შორის ორივე ცენტრალური მცველი და მათ ნაცვლად,მწვრთნელმა პატარა ბიჭები შემოუშვა.მათ კი დაწოლას ვერ გაუძლეს და ეს მოსალოდნელიც იყო.მეორე გოლის ეპიზოდში,სუარესი ძალიან სახიფათოდ წავიდა გაშლილი ფეხით,ბურთზე და მეკარეზე.სწორედ საფრთხის გამო ვერ მიიღო ბურთი ნორმალურად, მეკარემ და ხელიდან გაუვარდა.ჩემი აზრით, აქ სახიფათო თამაშის გამო გოლის გაუქმებაც კი შეიძლებოდა,თუმცა არც ჩათვლა მგონია შეცდომა.მსაჯმა ასე გადაწყვიტა და მორჩა.მეკარეს კი, ეტყობა მშიშარობა დააბრალეს.ვალენსიას ძალიან ბევრი ტრავმირებული დაუგროვდა და უახლოეს ტურებში, ძალიან გაუჭირდება.იქნებ გიორგისაც მოუწიოს თამაში.
სოსო
17:05 23-01-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული