"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანსუ ფატიმ მარცხენა ბარძაყზე ოპერაციის გაკეთებაზე უარი განაცხადა და ტრავმის კონსერვატულად მკურნალობა არჩია.
As-ის ჟურნალისტი ხავი მიგელი იტყობინება, რომ "ბარსელონა" 19 წლის ფეხბურთელის აღდგენის პროცესს არ დააჩქარებს.
ფატი მადრიდში ფიზიოთერაპევტის ხელმძღვანელობით იმკურნალებს და დაახლოებით 2.5 თვე მოუწევს უქმობა.