"ბარსელონამ" ტრაორე დაიბრუნა და ობამეიანგითაც გაძლიერდება

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "ვულვერჰემპტონისგან 26 წლის თავდამსხმელი ადამა ტრაორე ინათხოვრა და შეუძლია ზაფხულში მისი კონტრაქტი 30 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.

ტრაორე "ბარსელონას" აღზრდილია, კატალონიურ გუნდში 2014-2015 წლებში 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა, "ვულვერჰემპტონში" კი "მიდლსბროდან" 2018 წელს გადვიდა. Transfermarkt-ის მიხედვით მისი ფასი 28 მილიონია.

"ბარსაში" მალე გადავა "არსენალის" ფორვარდი პიერ-ემერიკ ობამეინგი, - იტყობინება ჟურნალისტი ჟერარ რომერო თავისი "ტვიტერით". გაბონელსაც იჯარით აიყვანენ, მაგრამ ამისათვის უსმან დემბელე უნდა გაასხვისონ.

2021 წლის 14 დეკემბრის შემდეგ ის "მეთოფეთა" კაპიტანი აღარაა, რადგან დისციპლინა დაარღვია. მის ანგარიშზე პრემიერლიგის მიმდინარე
გათამაშების 14 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
რა ხდება ამ ბარსაში? ჩავიც ვერაა ჭკუაზე ხო მგონი?
sul2
31 იანვარი 2022 11:43
1
მათხოვრები და წუნიაო ამათზეა ნათქვამი საერთოდ რომ არ თამაშობს ესპანეთის მეორე ლიგაში არ გიკვირთ?
Gio
31 იანვარი 2022 11:20
2
სხვა გუნდებიდან გაშვებულები, როგორც წესი ბარსას აფარებენ თავს.
მიდი-მოვდივართ...
30 იანვარი 2022 23:17
1
რას გავს ეს ვერზილა? საცოდავი ბარსა, რას დაამსგავსეს?
ეეეჰ?
30 იანვარი 2022 19:43
3
გეთანხმები. ასეთი სტილის ფეხბურთელები არ არის ბარსასთვის..
ბათუმი
30 იანვარი 2022 20:42
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული