"ბილბაომ" "ბარსელონას" "რეალიც" ზედ მიაყოლა და თასის ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის თასის 1/4-ფინალში „ბილბაომ“ საკუთარ მოედანზე, 89-ე წუთზე ალეხანდრო ბერენგერის მიერ გატანილი გოლით „რეალი“ 1:0 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

შეგახსენებთ, 1/8-ფინალში ბასკურმა გუნდმა „ბარსელონას“ სძლია. „რეალი“ 2014 წლის შემდეგ ვერ გადის თასის ფინალში.

1/2-ფინალში აგრეთვე „ბეტისი“, „ვალენსია“ და „რაიო ვალეკანო“ გავიდნენ. ნახევარფინალური წყვილები მოგვიანებით კენჭისყრით გაირკვევა.

ბილბაო. „სან მამესი“. 38 750 მაყურებელი
ბილბაო - რეალი 1:0
გოლი: ბერენგერი (89)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვეთანხმები მამუკას..ანჩელოტის თავისი ფეხბურთელები რობოტები გონია ალბათ...ვულოცავ ბილბაოს..გაუტეხელი გუნდია..ისევე როგორც ბასკები...
Labirinti...
13:16 04-02-2022
2
ყოჩაღ, ბიძაშვილებო :). ბავშვობიდან ვგულშემატკივრობ "ბილბაოს"!
მერაბი
13:10 04-02-2022
1

სიახლეები პოპულარული