დანი ალვეში: რა ფეხბურთელია ბენზემა!

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველი დანი ალვეში აღფრთოვანებულია "რეალის" თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას თამაშით, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში პსჟ-სთან ჰეთ-თრიკი შეასრულა და თავისი გუნდი მეოთხედფინალში გაიყვანა.

"ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რომ ის "რეალიდანაა". რა ფეხბურთელია, რა ფეხბურთელია ბენზემა! მე მიყვარს ეს თამაში", - დაწერა დანი ალვეშმა "ინსტაგრამზე".