AS-ის ცნობით, "რეალმა" ვეტერან თავდამსხმელ ქარიმ ბენზემას კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივა, შემდეგ კი მადრიდულ გუნდს დატოვებს.
ბენზემა ისტორიაში მეხუთე ფეხბურთელია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე 150+ მატჩს ჩაატარებს. ამ სეზონში მან 35 შეხვედრაში 26 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
2024 წლის ზაფხულში "რეალს" ენდრიკი შეუერთდება, რომელიც უკვე გახდა 18 წლის და "სამეფო კლუბი" სატრანსფერო ბაზარზე ალტერნატიულ ვარიანტებსაც ეძებს.