ბენზემა ზღაპრული შეთავაზების სანაცვლოდ საუდის არაბეთში გადაბარგებას აპირებს

AutoSharing Option
35 წლის თავდამსხმელი ქარიმ ბენზემა "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან საუდის არაბეთში გადასვლას განიხილავს.

Onda Cero-ს ჟურნალისტი ალბერტო პერეირო იტყობინება, რომ ერთ-ერთი კლუბი ბენზემას წლიურ გასამრჯელოდ 100 მილიონ ევროს სთავაზობს.

პერესი მზადაა ბენზემას ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დათანხმდეს. ფეხბურთელი გადაწყვეტილებას კვირამდე მიიღებს.

ბენზემამ ამ სეზონში ლა ლიგის 23 მატჩში 18 გოლი (6 პენალტით) გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
არაბეთო - შენ უნდა მოკლა ფეხბურთი, შე ფეხბურთის მესაფლავე?!
ლაშა
08:29 31-05-2023
6

სიახლეები პოპულარული