ლეო მესის მამა შვილის "ბარსაში" დაბრუნებას ცდილობს

AutoSharing Option
ლეო მესის პსჟ-ში საქმეები კარგად ვერ მისდის. გუნდი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდა, თავად ძველებურად ვერ თამაშობს, გულშემატკივრებმა "ბორდოსთან" საშინაო მატჩისას ობსტრუქცია მოუწყვეს და სულელი უძახეს. მას ბურთთან ყოველი შეხებისას უსტვენდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ.

Canal Supporters-ის ჟურნალისტი ადრიენ გრანესო კატალონიელ კოლეგა ჟერარ რომეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით იტყობინება, რომ ლეოს მამა ხორხე მესი რამდენიმე დღის წინ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას დაუკავშირდა, რათა თავისი შვილის "ბარსაში" დაბრუნების შესაძლებლობა განეხილა.

ლეო მესი "ბარსელონას" სისტემაში 2000-21 წლებში იმყოფებოდა, გასულ ზაფხულს კი კლუბი კონტრაქტის დასრულების შემდეგ დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
მესი რომელმაც ფეხბურთი მთელ მსოფლიოს კიდევ უფრო მიმზიდველი ფორმით წარმოუდგინა, კაცმა რომელმაც კიდევ უფრო შემოსავლიანი გახადა ფეხბურთი, კაცმა რომელმაც 15 წლის განმავლობაში ,,იფრინა'' და ისტორიაში დარჩება როგორც საუკეთესო, რომელმაც ამდენი სიამოვნება მოგვარა წლების განმავლობაში ათეული მილიონობით ადამიანს, დღეს საფრანგეთში ობსტრუქციას უწყობენ და სულელს ეძახიან.აი რა არის ადამიანი და ეს სამართლიანია?
გიორგი
14 მარტი 2022 11:07
3
ვერაფერს ვერ აკეთებს პსჟ-ში და უსტვენენ ფანები,რაარი გასაკვირი? თუ ათამაშდება ტაშსაც დაუკრავენ.
Paris
14 მარტი 2022 16:04
1
შენ თუ მარტო სტვენა მოგესმა და არა შეურაცმყოფელი შეძახილები, მაშინ მართლა რაზეა ლაპარაკი.
paris-s
14 მარტი 2022 17:11
0
ყველა გამოხმაურება
Ეჰ ნეტა სიმართლე იყოს.
ლომი
14 მარტი 2022 04:14
1
ნეტავ მართლა ეგრე იყოს, რა უნდა მესის იმ მართლა სულელებში. ბარსა მისი სახლია!
გია
14 მარტი 2022 11:13
0
მართალია ბარსა მესის სახლიცაა (რაც არ უნდა ვთქვათ) მაგრამ დაბრუნება "მტრის ბანაკში"? მტრებში, მოღალატეებს ვგულისხმობ: ლაპორტა, პიკე და ძმანი მათი:დდდ
:ddd
14 მარტი 2022 11:38
1
საკუთარმა მამამ გაუჩალიჩა.
2+1 კონტაქტი რატომ დაადებინა
დავითი
14 მარტი 2022 09:08
1
გრანესომ რომეროს ინფორმაციით მესი ბარსაში ბრუნდებაო?
დიდება უკრაინას
baggio
14 მარტი 2022 08:10
1
რაო გეწყინა ძმაო?
baggios
14 მარტი 2022 11:03
1
ბარსას თუ უნდა ჯერ ლაპორტას ჰკითხეთ
მამუკა
14 მარტი 2022 07:26
1
ლაპორტა და ჭირი მაგას!
ნინი
14 მარტი 2022 12:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული