მადრიდის "რეალის" მეკარემ, ტიბო კურტუამ "ბარსელონასთან" 0:4 მარცხი გაიხსენა.
"საშინელი საღამო იყო, თუმცა მალევე გამოსწორდა სიტუაცია. ვფიქრობ, წაგებაზე დიდხანს არ უნდა იფიქრო. რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვიყავი, თუმცა იმ მატჩის შედეგი შემთხვევითი იყო" - განაცხადა ბელგიელმა.
შეგახსენებთ, 31 ტურის შემდეგ "ბლანკოსს" 72 ქულა აქვს და 1-ელ ადგილზე იმყოფება, შემდეგ შეხვედრას კი ხვალ, 17 აპრილს, "სევილიას" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მომზადებულია Sports-ის მიხედვით