"რეალი"-"ბარსელონა" 0:4 - ხავის ტრიუმფი "ბერნაბეუზე" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 29-ე ტურში „ბარსელონამ“ გასვლაზე „რეალი“ 4:0 დაამარცხა.

კატალონიელები გაცილებით უკეთ თამაშობდნენ, პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს და რომ არა მეკარე კურტუა, სტუმრები უფრო მეტ გოლს გაიტანდნენ. მასპინძლები საოცრად პასიურები იყვნენ. რა თქმა უნდა, მათზე ტრავმირებული ბენზემას არყოფნამ ძალიან იმოქმედა, მაგრამ „რეალის“ დონის გუნდი ერთ, მით უმეტეს, 34 წლის ფეხბურთელზე ასე დამოკიდებული არ უნდა იყოს. მეორე ტაიმში უპირატესობას“ კვლავ „ბარსა“ ფლობდა, კიდევ ორი გოლი გაიტანა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ცხადია, მწვრთნელმა ხავიმ გუნდს თავისი ხელი დაატყო და მიუხედავად იმისა, რომ
შორეულ პერსპექტივაშიც არ ჰყავს, ვთქვათ, რონალდინიოსა და მესის კლასის ფეხბურთელი, მისი შეგირდები ხალისიანად თამაშობენ და პროგრესირებენ.

„რეალი“ 66 ქულით ლიდერია და 2 აპრილს ვიგოში „სელტას“ დაუპირისპირდება, ხოლო 54 ქულით მესამე ადგილზე მყოფი „ბარსელონა“, რომელსაც 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ბოლო 12 შეხვედრაში დაუმარცხებელია (9 მოგება და 3 ფრე), მეორე პოზიციაზე მყოფ „სევილიას“ 3 აპრილს უმასპინძლებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 60 017 მაყურებელი
რეალი - ბარსელონა 0:4
გოლები: 0:1 ობამეიანგი (29), 0:2 არაუხო (38), 0:3 ფერან ტორესი (47), 0:4 ობამეიანგი (51)

. ობამეიანგმა ბოლო 8 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ამ საუკუნეში „რეალის“ კარი ზედიზედ 5 მატჩში დალაშქრა.
. დემბელემ პრიმერაზე ბოლო 5 შეხვედრაში 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.
. ფერან ტორესმა ბოლო 5 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.
. „რეალმა“ „ბარსასთან“ 4 გოლი ბოლოს 2018 წელს გაუშვა - მაშინ ლოპეტეგი გადააყენეს.
. ხავიმ პირველად მოიგო კლასიკო მწვრთნელის რანგში.

მკითხველის კომენტარები / 23 /
სატურნირო ცხრილი ნახეთ და მესის,ნეიმარის და მპაპეს გუნდი ვინ გამოაგდო.ერთხელ განავალიც აყვავდებაო ნათქვამია.
რა გიხარიათ თქვე საცოდავებო
23:44 21-03-2022
5
აუ პედრი და გავი რა მაგარია ხალხოოოო. (ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი)
გეგი
20:49 21-03-2022
0

სიახლეები პოპულარული