ვინისიუსის ჰეთ-თრიკი, მოდრიჩის 3 საგოლე პასი - "რეალმა" "ლევანტე" სეგუნდაში გაისტუმრა

AutoSharing Option
ლა ლიგის 36-ე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი „ლევანტე“ 6:0 გაანადგურა.

- ვინისიუსმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა - საგოლე გადაცემაც გააკეთა.
- მოდრიჩმა 3 საგოლე პასი მიითვალა.
- ბენზემა „რეალში“ გატანილი გოლებით (323) რაულს დაეწია და მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს ჩამორჩება (450).
- როდრიგომ "სამეფო გუნდში" ბოლო 4 მატჩში 5 გოლი გაიტანა.
- "რეალმა" პრიმერაზე ბოლო 12 მატჩიდან 10 მოიგო - მხოლოდ „ატლეტიკოსთან“ და „ბარსელონასთან“ დამარცხდა.
- „ლევანტე“ ამ საუკუნეში მეოთხედ გავარდა სეგუნდაში.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 38 421 მაყურებელი
რეალი - ლევანტე 6:0
გოლები: 1:0 მენდი (13), 2:0 ბენზემა (19), 3:0 როდრიგო (34), 4:0 ვინისიუსი (45), 5:0 ვინისიუსი (68), 6:0 ვინისიუსი (83)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ნაცარაშვილი არა მწვადაძე :))))) ქოჩორაშვილია ეგ ბიჭი
Superman
15:19 13-05-2022
0
ლევანტეში გიორგი ნაცარაშვილი გვყავს,რომელიც სამწუხაროდ ყველამ მიივიწყა.ალბათ დროა,გარემოს შეცვლასა და სხვა კლუბის მოძებნაზე იფიქროს.არ არის დასაკარგი ბიჭი,ჩვენ კი ისე ჩანს,ვკარგავთ.უკვე კაი ხანია დროა,სადმე სტაბილურად თამაშობდეს.მედიამაც ცოტა ყურადღება მიაქციეთ,მხოლოდ ხვიჩასა და ჩაკვეზე რომ წერთ.
სოსო
13:10 13-05-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული