სიტყვის კაცი - ედენ აზარი "რეალის" შეკრებაზე შესანიშნავ ფორმაში დაბრუნდა და ანჩელოტი გაახარა

AutoSharing Option
გასული სეზონის ბოლოს ედენ აზარი იქადნებოდა, მომავალი სეზონიდან ფორმაში ჩავდგები და კვლავ ჩემს შესანიშნავ თამაშს იხილავთო და ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა კიდეც...

Marca წერს, რომ ბელგიელი "რეალის" საწვრთნელ შეკრებაზე მართლაც შესანიშნავ ფორმაში გამოცხადდა. აზარს წონაში საგრძნობლად აქვს დაკლებული და მშვენიერ ფიზიკურ ფორმაში იმყოფება, რითაც კარლო ანჩელოტი ძალიან გაახარა...

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი "სამეფო კლუბში" 2019 წელს "ჩელსიდან" 115 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა. აქედან მოყოლებული, მან ჯამში სულ რაღაც 66 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიდი ედენ მიდიდ, წონის დაკლება კი მართლა საჭირო იყო. იმედი მაქვს შენი წელი იქნება და აჩვენებ ყველას შენს შესაძლებლობებს.
მურთო
12:46 15-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული