როგორც დაანონსებული იყო, არგენტინის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ "სევილია" ჩაიბარა. ანდალუსიურმა კლუბმა მას 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა კონტრაქტი.
სამპაოლი "სევილიას" 2016/17 წლების სეზონში ედგა სათავეში, ბოლოს კი "მარსელში" მუშაობდა, რომელიც ზაფხულში დატოვა.
სამპაოლიმ "სევილიაში" გადაყენებული ხულენ ლოპეტეგი შეცვალა. ის შეიძლება მალე "ვულვერჰემპტონის" თავკაცად დანიშნონ.